ჰელსინკში განსაკუთრებულად გამორჩეული კატების დაჯილდოების ცერემონია პირველად გაიმართა.
ცხოველებს თავიანთი პატრონების წინაშე გამოჩენილი დამსახურებების გამო, აჯილდოვებდნენ. ზოგი მათგანი პატრონს მოულოდნელი დაავადების გადატანაში დაეხმარა, ზოგმა სახლი დაწვას და პატრონი სიკვდილს გადაარჩინა. ესენი არიან ცხოველები, რომელთა ქმედებებიც ყველა უბედურებისგან გვიცავს.
ერთ-ერთი მთავარი გმირი კატა სიმბაა, რომელიც ყოველთვის ძალიან ალერსიანი იყო, მაგრამ ერთხელ მან შეამჩნია, რომ პატრონის თავს რაღაც ავი იყო და გააფთრებულმა დაუწყო გაღვიძება. პატრონს რეაქცია არ ჰქონდა, მაშინ კატა მის ყურს მტკივნეულად ჩაეჭიდა კბილებით და იძულებით მაინც გააღვიძა. პატრონმა იგრძნო, რომ ძალიან ცუდად იყო, გაიზომა შაქარი სისხლში და მიხვდა, რომ კატის დროულმა რეაქციამ გადაარჩინა იგი გონების დაკარგვისგან და მოსალოდნელი დაღუპვისგან.
მეორე გმირი კატა პრიპანა რიტიულიდანაა. მანაც პატრონი შაქრის დიაბეტის შეტევის დროს გადაარჩინა. კატამ პატრონის გაღვიძება დაიწყო, როგორც კი მის მდგომარეობაში ცვლილება იგრძნო. თუმცა, მისი მეთოდები შედარებით დელიკატური აღმოჩნდა, ვიდრე კატა სიბასი. პრიპანამ პატრონს ხელები და ყურების ლოკვა დაიწყო და არ მოასვენა, სანამ არ გააღვიძა. შედეგად, დროულად იქნა მიღებული ზომები, რომელმაც მდგომარეობას გაუარესების საშუალება არ მისცა.
კატა სეპომ პატრონებს ხანძარი ააცილა. მან დროზე შეამჩნია, რომ ჩართული ჭურჭლის სარეცხი მანქანა დაზიანებული იყო. კატამ პატრონების ყურადღება მიიქცია და აალების კერა დროზე იქნა ლიკვიდირებული.
კიდევ ერთი კატა მერი ყოველ დღე გმირობას ჩადის, როდესაც პატრონს წამლის მიღებას ახსენებს და მარტოხელა მოხუცის სიცოცხლეს სიყვარულითა და სიხარულით ავსებს.
კატა კალემ პარიკალადან ვერ შეძლო ხანძარი აეცილებინა. სამაგიეროდ, პატრონის გადარჩენა მოახერხა. მან გააღვიძა პატრონი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული სახლიდან თავის გადამრჩენელთან ერთად დროულად მოახერხა თავის დაღწევა.