ს ნიჭიერი მხატვარი ყველასგან გამოირჩევა, რადგან ის ძაღლია და არა ადამიანი. სწორედ ამიტომ, მისი ქმნილებები ნამდვილი საოცრებაა. ძაღლი, სახელად ნიუმანი იყო უპატრონო, რომელიც კეთილმა ადამიანმა შეიფარა. გარკვეული დროის შემდეგ, მას ხატვის ნიჭი აღმოაჩნდა.
პატრონმა ძაღლს ზამთარში ასწავლა ხატვა, რადგან ცხოველი დიდ დროს ვერ ატარებდა ეზოში და აუცილებელი იყო ენერგია დაეხარჯა. კეიტ გრუნქოვდი ნიუმანთან ერთად მინესოტაში ცხოვრობს, ის ძაღლს ყოველ დღე ამეცადინებდა. როცა ცხოველი მიხვდა, როგორ უნდა დაეჭირა ფუნჯი, მას შემდეგ კეიტმა საღებავებიც დაუმატა.
იუმანს მოსწონს ხატვა, ყოველი ნახატის შექმნისას, ის თავის ემოციებს გამოხატავს. ზოგიერთი ნახატი იმდენად შთამბეჭდავი გამოდის, რომ კეიტმამათი გაყიდვა გადაწყვიტა. მან ნიუმანის "შედევრების" გაყიდვა Etsy-ზე დაიწყო, რათა შეეგროვებინა ფული და ადგილობრივ ცხოველთა დაცვის ფონდში გადაერიცხა. გვერდს, სადაც ნიუმანის ნახატებია განთავსებული Newmansoriginals ეწოდება. გაგიკვირდებათ და სწორედ ამ გვერდის დახმარებით, ძაღლის 12 ნახატი გაიყიდა.
წყარო: http://zooclub.ge
|