1-მეწამული ანუ ლილისფერი ბაყაყი.(ლათ.Nasikabatrachus sahyadrensis)-აღმოაჩინეს 2003 წელს ინდოეთში, დასავლეთ გხატაში.მათი ბინდარობის არეალი 14 კვ.კმ-ია.მიაკუთვნეს სეიშელის ბაყაყისებრთა ოჯახს, თუმცა მისი აღმომჩენი, პროფესორი ბიჯუ ამ სახეობას ცალკე ოჯახად მიიჩნევს.
2-სფინქსი-უბეწვო, კატისებრთა ოჯახიდან.ითვლება, რომ მათი ისტორია ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტედან იწყება.
3-შიშველი მიწისმთხრელი ვირთაგვა(Heterocephalus glaber)-წააგავს დაპატარავებულ ლომვეშაპს.იკვებება მცენარეების ძირებით და მცენარეებით.გამოირჩევა მძლავრი იმუნიტეტით და სიცოცხლის ხანგრძლივობით(ცოცხლობს 30 წელი)
4-ზღვის ეშმაკი-ლათ. (Lophius piscatorius) -მტაცებელია.მისი მეორე სახელია "ომარი ღატაკებისათვის". იკვებება როგორც მსხვილი, ასევე წვრილი თევზებით, . მისი კუჭქვეშა ჯირკვლისაგან ამზადებენ ინსულინს.
5-აი აი ანუ მადაგასკარის ხელფეხი(ლათ.Daubentonia madagascariensis)-ცხოვრობს ჩრდილოეთ მადაგასკარზე.შეტანილია წითელ წიგნში, ყველა დიდი ღამის პრიმატი მსოფლიოში.
6-მგელთევზა(Hoplias malabaricus)–მტაცებელი თევზი ბინადრობს სამხრეთ ამერიკაში.
7-თევზი წვეთი-( Psychrolutes marcidus)-2013 წელს თევზი წვეთი სამყაროს ყველაზე უშნო არსებად აღიარეს.ბინადრობს ავსტრალიის და ტასმანიის სანაპიროების სიღრმეში.
8-მატამატა(ლათ.Chelus fimbriata)"Matamata"-ს ეპანურიდან თუ ვთარგმნით ნიშნავს "ვკლავ". გველკისერა კუსებრთა ოჯახის ფოჩიანი კუს გვარის ერთადერთი სახეობა. ბინადრობს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
9-ვარსკვლავა (Condylura cristata)-ძუძუმწოვარა თხუნელასებრნი ოჯახიდან.გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში.გამოირჩევა იმით, რომ დინგზე წამონაზარდი აქვს, რომელიც ვარსკვლავს გვაგონებს.
10-ზღვის ობობა-(ლათ.. Pantopoda) ზღვის ვამპირი, ბინადრობს ანტარქტიდაში.მტაცებელი.მსხვერპლის სხეულიდან იწოვს წვენს მილისებური ნექტრის საშუალებით.
წყარო: http://intermedia.ge
|