|
ოქროს თევზი, რომელიც ყველა ჩვენგანს ბავშვობის ზღაპარს აგონებს, კარგა ხანია აკვარიუმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბინადარია. მისი თანამედროვე სახეობა X-XI საუკუნეებში ჩინეთსა და იაპონიაში ხანგრძლივი სელექციის შედეგად მიიღეს, ევროპაში კი პირველად 1611 წელს შეიყვანეს. ამ უმშვენი-ერესი არსების შეძენის მსურველებს, რასაკვირველია, უამრავი შეკითხვა დაებადებათ. ვეცდებით, ზოგიერთ მათგანს ვუპასუხოთ.
რას მიირთმევს ოქროს თევზი?
ოქროს თევზი პრეტენზიული არ არის. სპეციალურ მზა საკვებთან ერთად შეიძლება გავუმასპინძლდეთ ჭიაყელათი, აკვარიუმის მცენარეთა ნაზი ფოთლებით, ძვლიდან ჩამოფხეკილი ხორცით, წიწიბურათი, შვრიით, ჩვეულებრივი თეთრი პურით. რაციონის შედგენისას მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ოქროს თევზს სხვა, მაგალითად,
|