მთავარი » 2015»იანვარი»29 » თბილისის საკრებულოში ცხოველთა მოვლა-პატრონობის საკითხთან დაკავშირებით საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა
20:46:08
თბილისის საკრებულოში ცხოველთა მოვლა-პატრონობის საკითხთან დაკავშირებით საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის შორენა ბუხრაშვილის ინიციატივით, დედაქალაქში ცხოველთა მოვლა–პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის წესის საკითხთან დაკავშირებით, საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა.28 იანვარს, საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც შეხვედრას გარემოს დაცვის კომისიისა და საბჭოს წევრების – თბილისის მერიის სსიპ "ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს" უფროსის თეიმურაზ ფხალაძის,საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის ნანა მურადაშვილის,საქართველოს კინოლოგიის ფედერაციის პრეზიდენტის გია გიორგაძის და მართვადი,რესპირატორული და ზოონოზოური ინფექციების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ციური თუშიშვილის გარდა,ურბანისტი და არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძე და ამიერკავკასიის საერთაშორისო ჰუმანიტარულ–სპორტულ სარეაბილიტაციო კინოლოგიური და ფელინოლოგიური ასოციაციი პრეზიდენტი კარენ ნანუმიანი ესწრებოდნენ.
გარემოს დაცვის კომისიის წევრებმა, მოწვეულმა სტუმრებმა და საბჭოს წევრებმა ცხოველთა თავშესაფრებში პირობებისა და სტანდარტების, ცხოველთა პოპულაციის მართვის, ასევე სხვა პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზებზე და საშუალებებზე იმსჯელეს.
შეხვედრა კითხვა–პასუხის ფორმატში წარიმართა, სადაც ერთ–ერთი ძირითადი საკითხი ეხებოდა: პატრონიანი და უპატრონო ცხოველთა აღიცხვას, ახალი თავშესაფრების აშენებასა და მართებულად მოწყობას,ასევე ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობას და სხვა.
საბჭო პირველივე შეხვედრაზე თეზისების დონეზე ჩამოყალიბდა, რაც სამომავლოდ,აუცილებლად იქნება ასახული კანონპროექტში.
ასევე საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე მომავალ გეგმებსა და სტრატეგიებზეც იმსჯელეს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!