ქალაქ მარუში (ჩინეთი), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცმა, სახელად მა ნაომ და მისმა ძაღლმა ადამიანების დიდი ყურადღება მიიქციეს . მას შემდეგ, რაც ქალაქის მცხოვრებლები ყოველდღიურად უყურებენ, როგორ დაყავს ძაღლს თავისი პატრონი სამსახურში. ნაომ ბავშვობაში მძიმე დაავადება - პოლიომელიტი გადაიტანა და მას შემდეგ ქვედა კიდურებზე გრძნობელობა დაკარგა.
მამაკაცს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. მას ფული არ აქვს, რათა უნარშეზღუდულებისთვის განკუთვნილი ეტლი შეიძინოს და თავისი ხელით შექმნა გადასაადგილებელი მოწყობილობა. ხელნაკეთი "ეტლი" არც ისეთი კომფორტული აღმოჩნდა, ამიტომ ნაოს თავისი ერთგული ძაღლი ეხმარება. ნაო ფეხსაცმლის ატელიეში მუშაობს, ძაღლი კი, რომლის სახელიც შეიძლება გადავთარგმნოთ, როგორც "დიდი ყვითელი", მას სამსახურამდე მისვლაში ეხმარება.მას შემდეგ, რაც ნაოს და მისი ძაღლის ისტორია გაზეთში დაიბეჭდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მამაკაცს დაუნიშნა პენსია და აჩუქა ინვალიდის ეტლი, თუმცა, ნაო თვლის, რომ თავისი ხელნაკეთი "ურიკა" უფრო მეტად კომფორტულია მისთვის და დღემდე ძაღლის დახმარებით დადის სამსახურში. ოთხფეხა მეგობარი ურიკას აწვება და ასე მიყავს პატრონი სამსახურამდე.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!