"52 ჰერციანი ვეშაპი" - ეს სახელი ვეშაპმა იმ სიხშირის გამო მიიღო,რომელზეც იგი სიგნალებს გამოსცემს. პრობლემა იმაშია, რომ სხვა ვეშაპები 15-25 ჰერც სიხშირეზე ურთიერთობენ, ამიტომ მარტოხელა ვეშაპის ძახილს ვერავინ ვერასდროს გაიგებს.
ვეშაპი პირველად 1992 წელს შეამჩნიეს, მას შემდეგ მეცნიერები მის სევდიან მოგზაურობას აკვირდებიან. ისინი ამტკიცებენ, რომ ვეშაპი თავისივე მსგავს არსებებს სიცარიელეში დაუღალავად ეძახის.
გარდა ამისა, მისი სიტუაციის გამოუვალობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სხვა ვეშაპების მიგრაციის გზებზე არ გადაადგილდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მას სხვა ვეშაპებთან ფიზიკურად შეხვედრის შანსიც კი არ აქვს.
მეცნიერებმა არ იციან ამ დეფექტის მიზეზი. ერთნი ამტკიცებენ, რომ ეს ორი სხვადასხვა ვეშაპის ნარევია. მეორენი კი თვლიან, რომ ის ჩვენთვის აქამდე უცნობი სახეობის უკანასკნელი წარმომადგენელია.
მთავარი და ყველაზე გულდასაწყვეტი კი ისაა, რომ იგი სიმარტოვისთვისაა განწირული და სიცოცხლის ბოლომდე ასე მარტო იმოძრავებს უკიდეგანო ოკეანეში.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!