უდიდესი კიბორჩახალა, რომელიც ხმელეთზე ცხოვრობს.მას პალმის ქურდს უწოდებენ, მეორენაირად ქოქოსის კიბორჩახლასაც.
კიბორჩხალის ეს სახეობა მშრალ ცხოვრებას ეწევა.ისინი ბინადრობენ ინდოეთის ოკეანის ტროპიკულ სანაპიროზე და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში.ის ფაქტი, რომ ეს უზარმაზარი არსებები ხმელეთზე ცხოვრობენ შიშისმომგვრელია.
ქოქოსის კიბორჩხალა ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში ფეხსახსრიანების ოჯახიდან.ზრდასრული კიბორჩახალას სიგრძე 40 სანტიმეტრს აღწევს.ხოლო წონა 4 კილოგრამია.მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 60 წელია.ქოქოსის კიბორჩახალა იმიტომ შეარქვეს, რომ მისი ძირითადი რაციონი ქოქოსია.იმისთვის, რომ გამოიკვებოს, მიცოცავს პალმის კენწეროზე და იქიდან 1 ან 2 ქოქოსს წყვიტავს.შემდეგ მძლავრი ყბაფეხით ტეხავს კაკალს და მიირთმევს. თუმცა ეს გიგანტები მარტო ქოქოსით არ კმაყოფილდებიან.მათ ძალიან უყვართ ხილი, კაკალი და მარცვლეული.მართალია ქოქოსის კიბორჩხალები საკმაოდ შიშისმომგვრელად გამოიყურებიან, თუმცა ისინი საკმაოდ ჭკვიანი და მშვიდობისმოყვარე არსებები არიან.ისინი არავითარ ზიანს არ მოგაყენებენ თუ ხიფათი არ იგრძნეს.
სხვა კიბოსნაირებისგან განსხვავებით ქოქოსის კიბორჩხლები ხმელეთზე არიან ადაპტირებულები.თუ დიდხანს ჩავუშვებთ მათ წყალში დაიხრჩობიან.
წყარო: http://intermedia.ge/
|