ჩირდილოეთ კაროლინას უნივერისტეტის მეცნიერებმა ძაღლისა და პატრონის ურთიერთობისთვის სპეციალური კომპიუტერული გადამცემი შექმნეს. მათ გააკეთეს მოძრავი მოდელი, რომლითაც ადამიანი და მისი ოთხფეხა ბინადარი დისტანციურად შეძლებენ ურთიერთობას. ეს შესაძლებელი იქნება მაშინაც კი, როცა ისინი ერთმანეთს ვერ დაინახავენ.
კონსტრუქცია გადამცემის სახით, ძაღლის საყელურზე დამაგრდება. მისი დახმარებით, ძაღლის პატრონი ყოველთვის საქმის კურსში იქნება, თუ რას აკეთებს მისი ოთხფეხა ბინადარი. მაგ: წევს, დგას, დადის და ა.შ. გამომგონებლების თქმით, ეს მოწყობილობა ცხოველის მფლობელს, ასევე, დაეხმარება გაიგოს ძაღლის ემოციური მდგომარეობა. მაგალითად, როგორია ცხოველის პულსი, ტემპერატურა, მისი სტრესი, სიხარული და ა.შ.
ამ გამოგონების შემქმნელების თქმით, ეს მოწყობილობა გამოადგებათ ძაღლების მფლობელებს სწავლაში. ასევე, დამხმარე საშუალება იქნება იმ სამსახურებისთვის, სადაც ძაღლები მსახურობენ.
წყარო: http://zooclub.ge
|