გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ფოთში მდინარე „მალთაყვაზე“ უკნონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. 2 პიროვნება თვითნაკეთი ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევჭერას ახორციელებდა. სამართალდამრღვევებს სხვა აკრძალული ნივთებთან ერთად, ელექტროშოკური აპარატი და ალუმინის ნაკეთობის ნავი ჩამოერთვათ. ასევე ამოღებულია 90 კგ კეფალის ჯიშის თევზი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!