მთავარი » 2014»ნოემბერი»5 » გაწვრთნილმა ძაღლმა, რომელსაც ყველაფრის მოტანა ასწავლეს პატრონის სიცოცხლე შეიწირა.
23:30:09
გაწვრთნილმა ძაღლმა, რომელსაც ყველაფრის მოტანა ასწავლეს პატრონის სიცოცხლე შეიწირა.
დარვინის პრემია საყოველთაოდ ცნობილია. პრემიის დამფუძნებლები "ნომინანტს" აჯილდოვებენ ყველაზე სულელური, იდიოტური და აბსურდული სიკვდილისთვის.
ერთერთ ნომინაციაში მოხვდა უკრაინის ერთერთი ოლქის (ლუგანსკი)საქალაქო საბჭოს დეპუტატი, რომელიც საკუთარ ძაღლს ასეირნებდა ქალაქის ქუჩებში საყელურისა და ძაღლის ცხვირზე გასაკეთებელი დამცავი ცხაურის გარეშე.
დეპუტატს ძაღლის ასეთ მდგომარეობაში გასეირნების გამო მილიციონერმა-კურსანტმა შენიშვნა მისცა, მილიციონერ-კურსანტს თან ორი ახლობელი გოგონა ახლდა, რომლებიც დამცავი საშუალებების გარეშე მოსეირნე ძაღლმა საკმაოდ შეაშინა.
დეპუტატმა იუკადრისა ახალგაზრდა მილიციონერ-კურსანტის შენიშვნა და ქედმაღლური ტონით დაუწყო საუბარი კურსანტს, "იცი მე ვინ ვარ", სამსახურის დაკარგვა ხომ არ გინდა"?
არც კურსანტმა დაუთმო და მათ შორის ხელჩართული ჩხუბი გაჩაღდა, კურსანტის თანხმლები გოგონების ჩარევით ჩხუბი შეჩერდა, მაგრამ "გაცოფებულმა" დეპუტატმა მოულოდნელად ქურთუკის ჯიბიდან "РГД-5" ტიპის ხელყუმბარა ამოიღო, დამცავი რგოლი გამოაძრო და კურსანტს ესროლა, სიტუაცია კი შემდეგნაირად განვითარდა-ძაღლმა, რომელსაც გაწვრთვნის დროს პატრონისათვის გადაგდებული ნივთის დაბრუნება ასწავლეს, ხელყუმბარას ჩაავლო პირი და პატრონისაკენ გამოიქცა, აფეთქების შედეგად საბრალო ძაღლი ადგილზევე დაიღუპა, მისი პატრონი დეპუტატი კი სასწრაფო დახმარების მანქანაში, ხოლო კურსანტი მსუბუქად დაიჭრა, მისი თანხმლები გოგონები კი დაზიანებას გადაურჩნენ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!