ტორონტოს ზოოპარკის ხელმძღვანელობა აფრიკული გეი-პინგვინების წყვილს ერთმანეთს დააშორებს, რათა თითოეულ მათგანს დედალი მეწყვილე შეურჩიონ.
ორი მამალი პინგვინი – 21 წლის ბადი და 10 წლის პედრო, კანადაში წელს აშშ-ის ქალაქ ტოლედოდან (ოჰაიოს შტატი) გადაშენების ზღვარზე მყოფი აფრიკული პინგვინების გადარჩენის პროგრამის ფარგლებში ჩაიყვანეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საპირისპირო სქესის წარმომადგენლები მათ არ მოსწონთ და ერთად ყოფნა ურჩევნიათ.
ბადი და პედრო თითქმის მთელ დროს ერთად ატარებენ. ამასთან, სასიყვარულო ქცევის ნიშნებს ავლენენ.
ცხოველთა უფლებების დამცველ კანადელ აქტივისტებს მიაჩნით, რომ პედროსა და ბადის დაშორება არ ღირს. მათი აზრით, თუ პინგვინები თავს ერთად კარგად გრძნობენ, ადამიანებმა მათ თავი უნდა დაანებონ.
1990-იანი წლების ბოლოს ველურ ბუნებაში 250 000 აფრიკული პინგვინი იყო, დღეს კი მათი რაოდენობა 60 000-მდეა შემცირებული.
წყარო: http://bazieri.ge
|