ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერითა და საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია ,,შავფაროსნების” ორგანიზებით, დღეს ქართული საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით დაიწყება.
ასევე, ქართული სამოსის დღის ფარგლებში კოსტიუმირებული მსვლელობა მოეწყობა, რომელშიც 2000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქცენტირებული იქნება ეროვნული ტანსაცმელი და მოსახლეობას, ვინც ფესტივალზე გეგმავს მისვლას, სთოხვენ, ჩაცმულობა ეროვნულ სამოსს დაუახლოვონ.
ევროპის მოედანზე კი საქართველოს საბრძოლო ისტორიასთან და ეროვნულ სამოსთან დაკავშირებული გამოფენები გაიმართება, ისტორიული თავდაცვითი ნაგებობები, საქართველოს ციხე-სიმაგრეების ფოტოგამოფენა, ბუბა კუდავას ფოტოების გამოფენა – “ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები”, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა – “ქართველი მეფეების ხელმოწერები (თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის, ბაგრატ მეოთხის და ა.შ.) ისტორიული სამხედრო დოკუმენტები. ქართველი მჭედლების ნამუშევრების გამოფენა.
ფესტივალის ფარგლებში რიყეზე ღია ცისქვეშ მოეწყობა სამჭედლო და მაყურებელს შეეძლება, გრდემლზე იარაღის გამოჭედვის პროცესი ცოცხლად ნახოს.
მოეწყობა ფშავ-ხევსურეთის საბრძოლო ისტორიის შესახებ დუშეთის კულტურის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გამოფენა. კასპის კულტურის სამსახურის გამოფენა ქართლის ისტორიული ძეგლების შესახებ. ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენები და შეჯიბრებები „შავფაროსნების“ საჩვენებელი წარმოდგენები: მშვილდოსნობა, ქალაქური კრივი, ტრადიციული ქართული შეჯიბრებები მძლეოსნობაში: მორების, ლოდების გადატანა და ა.შ ბაზიერთა შოუ. ასევე ანსამბლ “ჩვენებურების” კონცერტი, მოძრაობის თეატრის წარმოდგენები და ქართული საბრძოლო ხელოვნების შოუ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!