სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით , უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას განახორციელებს.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს, ძაღლებისა და კატების უფასო პროფილაქტიკური ვაქცინაცია 28 სექტემბერს, ქალაქ თბილისსა და რეგიონულ ცენტრებში ჩატარდება.
მათივე ინფორმაციით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდება შემდეგ მისამართებზე:
1. ბათუმი - გოგებაშვილის 46ა (ილია სირაბიძე - 591 11 34 04)