|
მოგესალმებით მონადირეეობო, ნადირობის სეზონი სულ მალე გაიხსნება და ამ ზეიმს რამდენიმე თვეა მოუთმენლად ველით. თუმცა არის, სამწუხაროდ ბლომად, სულსწრაფი, წუწკი, ხარბი, ბუნების გამჩანაგებლელი ბრაკონიერები, რომლებმაც უკვე გახსნეს სეზონი ხალხი რომელიც ყოველი საეჭვო მანქანის გამოჩენაზე კურდღლებივით მიცანცარიკობენ თავშესაფარში, ხოლო დაკავების შემთხვევაში ყინჩად საუბრობენ კაცობაზე, დიდ ქართველობაზე, რომ ისინი უპატრონოები კი არ არიან, მოკლედ ყველაფერზე ნადირობის გარდა.
ნადირობის წინ მინდა ყველამ ერთად კიდევ გადავიკითხოთ ის წესები, რომელიც ამ სფეროში არსებობს, მასში შეტანილია რამდენიმე ცვლილება, ამიტომ წაიკითხეთ გულმოდგინეთ რათა შემდგომში რაიმე უხერხულობაში არ აღვმოვჩნდეთ. |