იაპონიაში,ქალაქ ნარას მთავარი ღირშესანიშნაობა –ხალებიანი ირმებია,რომლებიც წმინდა ცხოველად არის გამოცხადებული.ირმები თავს მშვენივრად გრძნობენ,ჯოგებად დაეხეტებიან ქალაქის ქუჩებში გემრიელი სასუსნაოს მოლოდინში,(ტურისტები მათთვის სპეციალურ კრეკერებს ყიდულობენ).მათი რაიმე სახით შეწუხება და დევნა კატეგორიულად იკრძალება,იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირემს სავალ ნაწილზე ძინავს,მძღოლი ან ფეხით მოსიარულე ვალდებულია დიდი სიფრთხილით აუაროს მას გვერდი და არ გააღვიძოს.