მადრიდში კორიდა აღარ გაიმართება. პირველად, 35 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხარების ბრძოლა, დედაქალაქში აკრძალეს.
ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც წინა ორთაბრძოლებზე ერთდროულად სამმა მატადორმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.
ექიმების განცხადებით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია.
იმის მიუხედავად, რომ კორიდას მოწინააღმდეგეები დიდი ხანია გამოდიან ბრძოლების გაუქმების მოთხოვნით, ქვეყანაში ყოველწლიურად 2 000-მდე ორთაბრძოლა იმართება.