ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » აპრილი » 24 » უცნაური მცენარეები    

16:58:54
უცნაური მცენარეები


მტაცებელი მცენარეები ბუნების საოცრებას წარმოადგენენ.ნიადაგი რომელზეც ეს მცენარეები იზრდებიან, სრულიად არანაყოფიერია, ამიტომ მათ გამოიმუშავეს გადარჩენის ინუკალური სტრატეგია _ იკვებებიან ცოცხალი ნადავლით


წყლის სანთელას, ანუ ბუშტოსანას ძლიერი დანაკვთული ფოთლები თავისუფლად დაცურავენ წყალში. წყლის ზემოთ ჩანს მხოლოდ ღერო და საკმაოდ დიდი ხასხასა ყვითელი ყვავილები.მას ფოთლებზე აქვს პატარ-პატარა ბუშტები,ამიტომ მას მეორენაირად ბუშტოსანას უწოდებენ.თითოეულ ბუშტს აქვს შესასვლელი “პირის” ნასვრეტი, მის ნაპირზე კი განლაგებულია უხეში წაწვეტებული ჯაგრები.თითოეული ბუშტის კედელზე განლაგებულია საკვების მომნელებელი ჯირკვლები . ბუშტები იწოვენ ზედ მჯდარ მწერებს რომლებიც უკან გამოსვლას ვეღარ ახერხებენ,რადგან ბუშტის სარქველი აღარ იხსნება

ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილის ტორფიან ჭაობებში გვხვდება მწერიჭამია მცენარე – ე.წ.ვენერას ბუზიჭამია. მისი თითოეული ფოთოლი გაყოფილია 2 ნაწილად. ქვედა ნაწილი, ისევე როგორც ყველა ფოთოლი მცენარეს ჰაერიდან საკვებს აწვდის, ზედა კი სანადირო ორგანოა. ის შედგება ორი მოძრავი ნაკვთისაგან,მათ კედლებზე განლაგებულია ბასრი კბილები.თითოეული ნაკვთის ზედაპირზე არის 3 გრძელი დრეკადი ჯაგარი. გარდა ამისა ნაკვთების მთელი ზევითა მხარე მოფენილია მრავალი წვრილი წითელი ჯირკვლით.საკმარისია მწერი ამ 6 ჯაგრისიდან თუნდაც ერთს შეეხოს რომ ნაკვთები უმალ შეერთდება, მათი კბილები ერთმანეთს ეჭდობა. მწერი სწრაფად ემწყვდევა სანადირო ორგანოს ორ ნაკვეთს შორის. რაც უფრო სწრაფად მოძრაობს მწერი, მით უფრო მჭიდროდ იკვრება ნაკვთები. ჯირკვლები ერთდროულად იწყებენ გამჭირვალე მჟავე სითხის გამოყოფას,იგი ცილების გადამამუშავებელ ფერმენტს შეიცავს. საკვების გადამუშავება და შეწოვა გრძელდება ერთიდან სამ კვირამდე, შემდეგ ნაკვთები ერთმანეთს შორდება და წინანდელ მდგომარეობას უბრუნდება.


დროზანა ანუ ცვრიანა და ცხიმურა მოწითალო-მწვანე ფერის პატარა მცენარეა. ფოთლის ფირფიტის ზედა მხარეზე დაკიდეებზე 25-მდე წამწამი აქვს.ეს წამწამები გამოყოფენ ლორწოვან ნივთიერებას და ასევე ფერმენტებს, რომელთა საშუალებითაც ხდება ცილების გადამუშავება.ცხიმურას აქვს ხასხასა ფოთლის ფირფიტის ზედაპირი, რომელიც დაფარულია ლორწოთი,რის გამოც ცხიმწასმულს გავს ამიტომაც დაარქვეს მას ცხიმურა .ფოთოლზე მიკრული მწერი მასზე არსებულ ჯირკვლებს აღიზიანებს, ჯირკვლები კი თავის მხრივ საკვების მომნელებელ წვენს გამოყოფენ


გენლისეა მარწუხებიანი მტაცებელი მცენარეა რომელიც ხშირად გვხვდება ბუშტიკოსანასთან ერთად.იგი წყალში ბინადრობს, მის ფოთლებზე განლაგებულია ბეწვები, რომლიც პატარა მარწუხებს მოგვაგონებს. გენლისეა მსხვერპლს სწორედ ამ მარწუხებით იჭერს. მას ბოლოებზე მოთავსებულია ჯირკვლები, რომლებიც მოტკბო ნივთიერებას გამოყოფენ.


სარაცენიას აქვს კაშკაშა შეფერილობის ფოთლები მწერების მოსაზიდად,ისინი მოფენილია ჯირკვლებით. ქოთნისმაგვარი ფოთლები დაფარულია წამწამებით რომლებიც იჭერენ მწერებს. ფოთლის ზედაპირი შეიცავს მოტკბო ნარკოტიკულ ნივთიერებას ,რომელიც აბრუებს მწერს და მოძრაობის ფუნქციებს უქვეითებს.სარაცენიას მსგავსი მცენარეების ქოთნებში, ანუ მილებში არის სითხე, რომელიც საკვების მომნელებელ პერმენტებს არ შეიცავს, დამრხჩვალი მწერები მილში მყოფ სითხეში იხრწნებიან ,ხოლო გახრწნილ პროდიქტებს მილის კედლები ისრუტავს. თუმცა არსებობს ისეთი მწერები რომლებიც ამ პირობებში კარგად მრავლდება. მაგალითად კოღოს ისეთი ჯიში როგორიცაა Wyeomyia smithii, ცხოვრობს სარაცენიას ქოთანში და მისი მუდმივი მობინადრეა,ასევე ობობა Misumenops nepenthicola.



წყაროhttp://ვიკიპედია
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 6415 | დაამატა: shontiamo | ტეგები: მცენარეები, უცნაური | რეიტინგი: 4.0/2

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика