24-03-2014
ფილიპინების ხელისუფლების აკრძალვის მიუხედავად, კუნძულ მინდანაოზე, ცხენთა უსასტიკესი ბრძოლები იმართება.ამ დაუნდობელი შეტაკებების საყურებლად ათასობით ადამიანი იკრიბება. ულაყების გასახელებლად ორგანიზატორები არენაზე ფაშატს დაარონინებენ. ინსტინქტით გახელებული მამრები ერთმანეთს უკვე სასიკვდილოდაც იმეტებენ - მეტოქეს ყელში ნამდვილი მგლებივით ეძგერებიან... ცხენების პატრონებიც და მრავალრიცხოვანი მაყურებელიც შეჯიბრების დაწყებამდე დიდ თანხაზე სანაძლეოს დებენ.