თბილისში, ძველი ვეძისის დასახლებაში მონადირეებმა მგელი მოკლეს. მოსახლეობის განცხადებით, მათ ეს პრობლემა დიდი ხანია აწუხებდათ. ამის შესახებ „1 არხი“ იუწყება.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ნადირი მათ სახლში უვარდებოდა და შინაურ ცხოველებს ესხმოდა თავს.
მოსახლეობის მიმართვის შემდეგ, საგანგებო სამსახურისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, მონადირეებს უფლება მიეცათ, ძველი ვეძისი მტაცებლისგან დაეცვათ.