1. გარი თურნერი ბრიტანეთიდან, რომელსაც შეუძლია საკუთარი სხეულის კანი გაწელოს 15.8 სანტიმეტრამდე. ის გინესის რეკორდების წიგნში "ადამიანი რეზინის” სახელითაა შესული.
2. ანიტა შვარცი გერმანიიდან, რომელმაც 40 მეტრის მანძილი გაიარა 19 ლუდის კათხით ხელში.
3. ყველაზე სწრაფი მორბენალი ლასტებით გერმანელი მარენ ცოკნერია. მან 100 მეტრიანი დისტანცია 22,35 წამში დაფარა.
4. სკოტ მერფი შეერთებული შტატებიდან, რომელმაც 30 სმ დიამეტრის მქონე ტაფა 30 წამში მოღუნა და 17 სანტიმეტრამდე დააპატარავა.
5. მელვინ ბუტი მიჩიგანიდან (მარცხნივ), მისი ფრჩხილების საერთო სიგრძე 9 მეტრი და 5 სმ-ია. ლი რედმონდს (მარჯვნივ) კი ფრჩხილები 1979 წლიდან არ დაუჭრია. მათი სიგრძე 8 მეტრი და 65 სმ-ი იყო მანამ, სანამ ავტოავარიაში არ დაკარგა თავისი "სიამაყე”.
6. მსოფლიოში ყველაზე გრძელი ძაღლის ყურებია 34,9 სმ მარჯვენა და 34,2 მარცხენა. რეკორდსმენი ბრაიან და ქრისტინა ფლენსერების ძაღლია, რომელიც პატრონებთან ერთად ილინოისის შტატში ცხოვრობს.
7. ბრაიენ ბედნარეკი გინესის რეკორდების წიგნში ტაშის დაკვრით მოხვდა. ის წუთში 802 ჯერ უკრავს ტაშს, რაც წამში 13 ტაში გამოდის.
8. ყველაზე მაღალი იროკეზი აქვს იაპონელ კაცუჰირო ვატანაბეს. მისი ვარცხნილობის სიგრძეა 113.5 სმ.
9. მაქსიმალური რაოდენობა ბურთებისა, რომლითაც ჟონგლიორობა მომხდარა, არის 11. რეკორდი მოხსნა ბრიტანელმა ალექს ბარონმა, 11 ბურთის კონტროლი მან ზედიზედ 25-ჯერ შეძლო.
10. ყველაზე დიდი რაოდენობის პირსინგი ადამიანის სხეულზე როლფ ბაჩჰოლზს აქვს. 453 ნახვრეტი მთელ სხეულზე, მათ შორის 94 პირზე და მის გარშემო, 25 წარბებზე, 8 ცხვირზე და 278 სასქესო ორგანოზე.