კურიოზი-სატირა-ტრაგედია-რა შეიძლება ვუწოდოთ ამ ყველაფერს? ფინანსთა სამინისტრო გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ბრაკონიერებისგან ამოღებულ ნივთებს ყიდის. ოფიციალურ გვერდზე გამოტანილია გასაყიდად შემდეგი ინვენტარი: რეზინის ნავი, 2 ნიჩაბი (თავში მოხვდა მის გამყიდველს), 2 ცალი აკუმულატორი, დენის აპარატი (ლოგინში უნდა ჩაურთო მის გამკეთებელს). საწყისი ფასი 43 ლარი. ფასის მომატება 1 ლარი. ამ დროისთვის 202 ლარზე ვართ ასული. მოკლედ ბრაკონიერები მაგარს ვაჭრობენ და კონკურენტული გარემო აქვთ შექმნილი. https://www.eauction.ge/Home/EntityView/126538
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!