| პროფესორმა ფილიპ პარკერმა გამოიგონა კომპიუტერული პროგრამა, რომელიც თავისით წერს წიგნებს. ფილიპ მ. პარკერი, მარკეტინგის პროფესორი "INSEAD”-ის ბიზნეს სკოლაში, 10 წელზე მეტია მუშაობს ამ პროექტზე. მან საბოლოოდ მაინც შეძლო კომპიუტერული პროგრამის შექმნა, რომელსაც შეუძლია შენს მიერ მითითებულ საგანზე დაწეროს წიგნი, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. მისმა შემუშავებულმა ალგორითმა უკვე ასიათასობით წიგნი "გამოიგონა”. Amazon-ზე უკვე 100,000-ზე მეტი წიგნი დევს გასაყიდად, რომელიც პარკერს ეკუთვნის და 700,000-ზე მეტი წიგნი, რომელიც კომპანიას(Icon Group International) ეკუთვნის, სადაც პარკერი მუშაობს. პარკერს ვერ დავარქმევთ "გამომგონებელს”, იგი უფრო "შემგროვებელია”. |