ნაგვის გადამუშავება უდიდეს როლს ასრულებს ქვეყნის ეკოლოგიური თუ ეკონომიკური მდგრადობის საკითხებში.
სანამ უშუალოდ თემაზე გადავალთ და დაწვრილებით გავიგებთ თუ როგორ და რა ხერხებით ხდება ნაგვის გადამუშავება გავიცნოთ თუ რამდენნაირი სახეობის ნაგავი გროვდება დედამიწის ზურგზე. ძირითადი ნაგვის სახეობები,რომლებიც გადამუშავდება და მათი პროცენტული წილი ასე გამოიყურება: 1. ქაღალდი– 41% 2.მწვანე ნარჩენები– 18% (მწვანე ნაგავი უმეტესად გროვდება ბალახის გაკრეჭისას,მცენარეებისა და ხეების მოჭრისას და ჩამოყრილი ფოთლებისგან) 3.მინა და პლასტმასი– 15% 4.საკვები– 9% 5. მეტალი– 9% 6. სხვადასხვა– 8%
სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ნაგვის გადამუშავების გამოცდილება მცირეა.დღეისათვის ნაგვის გადამუშავების უმაღლესი მაჩვენებელით აშშ ლიდერობს. იგი ყოველდღიურად 227 მლნ ტონა ნაგავს ამუშავებს. გარემოს დაცვისათვის დიდი მნიშვნელოა აქვს იმას,თუ სად იყრება ნაგავი,ამიტომაც მისი გადაყრისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.
პლიაჟზე დაყრილი ნაგავი–ნაგვის საკანალიზაციო მილში ჩაყრა ან ჩასხმა პლიაჟს აბინძურებს.ამან კი შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ოკეანეებს.სანაპირო ზოლს,რომელიც ულამაზესი ადგილია მთელს მსოფლიოში.
სამრეწველო ნარჩენები–სამრეწველო ნარჩენები,ძირითადად ფაბრიკა ქარხნებსა და მაღაროებში გროვდება.ეს არის სითხეები,ლექი,მყარი სხეულების,საკვებისა და სხვადასხვა სახიფათო მასალის ნარჩენები.თუკი ამ ყველაფერს სათანადოდ არ მოევლება,მაშინ მდინარეები,ტბები,ოკეანეები და ტყეები დაბინძურდება.
საყოფაცხოვრებო ნაგავი–შესაფუთი მასალის მიწაზე დაგდება თითქოს დიდი დანაშაული არ არის,მაგრამ ამ სახის ნაგავს მღრღნელები ეტანებიან და მიდამოც ბინძურდება.შეიძლება ცხოველები ამ ნარჩენებში გაიჭედონ და დაიხოცონ.
ნაგავსაყრელზე ნაგვის დაწვის გარდა კიდევ ერთ ხერხს იყენებენ,რომელსაც ნაგვის ჩამარხვა ეწოდება. სპეციალურად თხრიან ძალიან დიდ ორმოს და ნაგვის მანქანების მიერ მოტანილ ნაგავს აქ ყრიან,როდესაც ორმო გაივსება მას მიწით ფარავენ და ნაგავი იმარხება. ჩამარხულ ნაგავს გაკეთებული აქვს გამწოვი მილები,რომლებსაც ნაგვის მიერ გამოყოფილი აირი სპეციალურ კონტინერში გადააქვთ და აქ უკვე ხდება ამ აირის ელექტროენერგიად გარდაქმნა. ასე,რომ აქაც ჩანს ნაგვის გადამუშავების ერთ–ერთი ძალიან დიდი პლიუსი ,რადგან გამომუშავდება ელექტროენერგია.
ძირითად გადამამუშავებელ მასალას ქაღალდი,ბოთლები და ალუმინის ქილები წარმოადგენენ.
ქაღალდი,როდესაც გადასამუშაევებელ ქარხანაში ხვდება,მას წნეხავენ,კონტეინერში ათავსებენ და გადასამუშავებელ დანადგარში ყრიან.
ბოთლებს ამსხვრევენ,ხოლო წვრილად დანაწევრებული ბოთლი ადვილი გადასამუშავებელი ხდება და მისგან ისევ იმავე სახის პროდუქციას აწარმოებენ.
ალუმინის ქილები რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ,იქნება ეს კოკა–კოლის ქილა თუ თევზის კონსერვი,დამუშავების შედეგად ისევ იმავე სახის პროდუქციას იძლევა.
რაც უფრო იზრდება მოსახლეობა დედამიწაზე,მით მეტი ნაგავი გროვდება.ნაგვის შესამცირებლად საუკეთესო საშუალებაა გადამუშავება.ეს ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების დაზოგვას და გარემოც ნაკლებად ბინძურდება.გადამუშავებუილ ქაღალდისგან ახალი პროდუქციის წარმოება 50%–ით ნაკლებ ენერგიასა და 90%–ით ნაკლებ წყალს მოითხოვს,ვიდრე ხის მერქნისგან მისი დამზადება; პლასტმასის ბოთლების გადამუშავება 80%–ზე მეტ ენერგიას ზოგავს,ვიდრე ახალი ბოთლის დამზადებას სჭირდება;ალუმინის ქილების გადამუშავება კი 95%–ით ნაკლებ ენერგიას მოითხოვს.
ნაგავსაყრელზე ნაგავი ნახშიროჟანგს,მეთანსა და სხვა მომწამვლელ აირებს გამოყოფს.მათ მძაფრი სუნი აქვთ და სწრაფადაც ვრცელდებიან. მათი პროცენტული მაჩვენებელი ნაგვის მიერ გამოყოფილ მთელს აირებში ასე გამოიყურება:
აზოტის ორჟანგი– 6%
ფრეონი– 9%
ოზონის შრე –13%
ნახშირბადის ორჟანგი– 54%
კიდევ ერთ მნიშვნელოვან დამაბინძურებელ მასალას პოლიეთილენის პარკები წარმოადგენენ: ყოველ წელს ამერიკელები 100 მილიარდამდე პოლიეთილენის პარკს ყრიან.მათ დაშლას ასობით წელის სჭირდება (ცდის შედეგად პარკი 96 წელი იხრწნებოდა) და გარემოს ნაგვით დაბინძურებისა მთავარი წყაროა.გამოთვლილია,რომ ამის გამო 100000–ზე მეტი ფრინველი,სელაპი და ვეშაპი კვდება.
გავუფრთხილდეთ ბუნებას. ეკოლოგია ბუნების ეკონომიკაა!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!