28-10-2013
ბრაკონიერები ტყის პირას შეგროვილ უმწეო ცხოველებს ყველა მხრიდან ფარნებს მიანათებენ და კაშკაშა სინათლით დაბრმავებულ კურდღლებს უმოწყალოდ ხოცავენ...მონადირეები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბრაკონიერების მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებენ. მათ ეშინიათ, რომ ტყეში საკვების გარეშე დარჩენილი მტაცებელი მალე მასობრივად შეესევა შინაურ პირუტყვს.
"ბრაკონიერები ბარბაროსული მეთოდებით ანადგურებენ გარეულ ცხოველებსა და ფრინველებს. ამასთან, საკუთარი დანაშაულის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ქართულ ტყეებში ჯუნგლის კანონით სამართალსა და ფაუნას ასამარებენ", - ამბობს მონადირე მალხაზ ფხაკაძე...