ქალაქ ფოთის უბანი მალთაყვა, აღმოსავლეთის ქარის დროს მტაცებელი ფრინველების გადაფრენის უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ადგილია. პალიასტომსა და შავ ზღვას შორის ყველაზე ვიწრო ადგილი მალთაყვაშია, მდინარე კაპარჭას ხიდი და მისი მიმდებარე ადგილები. აქ აღმოსავლეთის ქარის დროს, ნაძვნარის ზოლის თავზე ათეულ ათასობით მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს. მათთან ერთად თბილი ქვექნებისკენ მიფრინავს უამრავი სხვა ფრინველი: მტრედისნაირები,მერცხლები და სხვადასხვა ჯიშის ჩიტები. სწორედ მტრედისნაირების გადაფრენა იზიდავს ბევრ მონადირეს მალთაყვის ტერიტორიაზე, თუმცა მათ შორის უმრავლესობა ყველანაირ მოძრავ ობიექტს ესვრის. ამ ბრაკონიერების ნამოქმედარის შეფასება თქვენთვის მოგვინდია ქვემოთმოყვანილ ფოტო-მასალაზე. ამ არაადამიანების გაჟლეტილი ფრინველების დიდი ნაწილი ცოცხალი,ზეზეულად ლპება. გარემოს დაცვას როგორც ყოველთვის ძინავს, ამ ხელისუფლებაში იქნება ეს თუ ძველში იყვნენ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!