ეს არ არის გამოწვეული რაიმე მატერიალური მიზეზით, ან სასჯელით. ასეთი
ცხოვრების წესი თავად ავირჩიე. ეს არის ძალიან დიდი სიყვარული ცხოველების
მიმართ, რომლებსაც დახმარება, გადარჩენა, მზრუნველობა და სიყვარული
ესაჭიროებათ. ისინი მე მელოდებიან. ზოგი საერთოდ არ მიცნობს, მაგრამ
როდესაც დასახმარებლად მივდივარ, მისი თვალებით ვგრძნობ, რომ მელოდებოდა. ეს ყველაფერი 10 წლის წინ დაიწყო. ლეკვებით გატენილი სამი ტომარა წავართვით
ძაღლმჭერებს, 70-მდე ცოცხალმკვდარი უმწეო ცხოველი გადმოვყარეთ. შემდეგ -
უპატრონო ცხოველების თავშესაფარი. იქ 1200-ზე მეტმა ტრავმირებულმა ცხოველმა
დაიდო ბინა. უმეტესობა ვერ გადავარჩინეთ, ბევრი გავაჩუქეთ.
დასავლეთის, აშშ-ისა და ევროპის კავშირის, ასევე სხვა, მიმდებარე
ქვეყნების ინიციატივებს, შექმნილიყო ანტარქტიკის გარშემო, სამხრეთის
ოკეანესა და მის პირას მობინადრე სახეობების დაცული რაიონები, წინ აღუდგა
რუსეთი. გერმანიაში - ბრემერჰაფენში - გამართულ შეხვედრაზე, რომელიც მოეწყო
სამთავრობათშორისო ორგანიზაციის, „ანტარქტიკის ოკეანის ცოცხალი რესურსების
დაცვის კომისიის" მიერ, ვერავითარ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!