01-07-2013
თუ არ დამეთანხმებით, რომ საქართველო ეგზოტიკურ ქვეყანათა შორის უეგზოტიკურესია, მე მაინც დავამტკიცებ! აქამდე ხომ ყველაფერი, გაუგონარიც და განაგონიც, ჩვენს თავზე ხდებოდა, ახლა ნილოსის ნიანგმაც შემოგვიტია...ვისაც უკვე არაფერი გიკვირთ, იმასაც არ გაიკვირვებთ, ნილოსი რომ თბილისისკენ წამოვიდეს, მაგრამ ჯერჯერობით ასე არ არის, თუმცა ზოოპარკის თანამშრომელს, გურამ წიკლაურს ნილოსის ნიანგმა ნამდვილად "გაჰკრა" კბილი. თანაც ისე, რომ ნიანგის ნაკბენი