ფლორიდის შტატის 29 წლის მკვიდრი ერიკ ნორი ყველაზე ხიფათიანი ადამიანია დედამიწის ზურგზე. ბაჰამის კუნძულებზე ცოლ-შვილსა და სიმამრთან ერთად დასვენების დროს მან წყალქვეშა ნადირობით გართობა განიზრახა. თუმცა ერიკის განზრახვას ზვიგენმა შეუშალა ხელი, რომელმაც მას ლამის ფეხი მოაჭამა. დაჭრილი ერიკი წყლიდან სიმამრმა ამოიყვანა.
სიმამრმა ერიკს დაშავებული ფეხი გადაუხვია, მეუღლემ კი მაშველები დროულად გამოიძახა. საავადმყოფოში ექიმებმა შეიტყვეს, რომ ეს პირველი სახიფათო შემთხვევა არ იყო ამერიკელის ცხოვრებაში. როგორც აღმოჩნდა,