მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ Bandai-მ, სათამაშოების საწყობის მცველად კატა დაიქირავა. ინფორმაცია ოფიციალურად გაჟღერდა თანამშრომლებისაგან. კატას სახელად მაილი, კონტრაქტიც გაუფორმეს. ყოველთვიური გასამრჯელოს (ხელფასის) სახით ის ხორცსა და თევზს მიიღებს.
მაილი თანამშრომლებმა სათამაშოების საწყობის მახლობლად აღმოაჩინეს. მათი განცხადებით კატა ძალიან დაკვირვებულია და ''საეჭვო'' პირთათვის ზიანის მიყენებაც შეუძლია, ისევე როგორც განგაშის ატეხვა. მათი თქმით მაილიმ ''გასაუბრებაზე''მცველ ძაღლებს აჯობა.
როგორც ჩანს Bandai-ში აღარ ხუმრობენ. მაილის სპეციალური ფორმაც კი შეუკერეს.