საქართველოს მიწისქვეშა სამყარო სავსეა მღვიმეებით და მაღაროებით, მაგრამ მეცნიერება, რომელიც მიწისქვეშა მღვიმეებს სწავლობს, ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად არის განვითარებული. იშვიათად შეხვდებით ადამიანს, მიწისქვეშეთით რომ იყოს დაინტერესებული. სპელეოლოგიას არც სახელმწიფოს მხრიდან აქვს ხელშეწყობა, ექსპედიციებს, რომელსაც უცხოელი მეცნიერები ქართველებთან ერთად ატარებენ, საქართველოში ევროკავშირი აფინანსებს. სამეგრელოს მკვიდრი, ჟურნალისტი რომან თოლორდავა პირველად მღვიმეში 14 წლის ასაკში ჩავიდა და როგორც თავად ამბობს, მას შემდეგ ახალი უფსკრულების აღმოჩენის გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლია.