ქუთაისში, "უპატრონო" ძაღლების სიცოცხლის უფლებას 16 000 ლარიანი ჯარიმით დაიცავენ.ქუთაისის მერიამ მრავალგზის ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ, უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველებზე პასუხისმგებლობა ინდ. მეწარმე "სერგო ვერულაშვილს" გადასცა.
სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანიას ქუჩაში დაჭერილი ძაღლების მოკვლა და განადგურება ეკრძალება. ის ვალდებულია, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა, მათი კვება და მოვლა–პატრონობა უზრუნველყოს.