ძაღლები არიან ძალიან ლოიალური არსებები, ისინი ხშირად ეთამაშებიან თავიანთ პატრონებს; ელოდებიან მათ, სანამ სახლში დაბრუნდებიან, ასევე ისინი ხშირად აგდებენ თავიანთ სიცოცხლეს საფრთხეში პატრონებისთვის.
კაბანგი იყო ფილიპინების ერთ-ერთი ოჯახის ძაღლი, რომელმაც გადაარჩინა 2 ბავშვი .
კაბანგმა თავი გაწირა, რათა 2 ბავშვის სიცოცხლე ეხსნა მოტოციკლისგან, რომელიც პირდაპირ მათკენ მიემართებოდა, მსხვერპლად კი მას ნახევარი სახის "გაღება” მოუწია.
ამის შემდეგ ეს ოჯახი დღესაც უვლის ამ დასახიჩრებულ, მაგრამ გმირ ძაღლს.
ამ ინციდენტის შემდეგ, ეს ამბავი გახმაურდა და ოჯახმა დაიწყო შემოწირულობების შეგროვება, შემოწირულობებმა შეადგინა დაახლოებით 20,000 ამერიკული დოლარი, რომელიც მოხმარდა კაბანგს.
ვეტერინარმა ფრანკ ვერსტრაეტმა და ბოაზ არჩმა, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტში მუშაობს, განაცხადეს რომ კაბანგს სასწრაფოდ სჭირდება 2 ოპერაცია.