ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ივნისი » 6 » უსაფრთხოების ღვედის შექმნის ისტორია    

09:53:58
უსაფრთხოების ღვედის შექმნის ისტორია

უსაფრთხოების ღვედის შექმნის ისტორია

"უსაფრთხოების ღვედი” – ინგლისურ ენაზე "Seat belt”, წარმოადგენს იმ პასიური უსაფრთხოების ღვედს, რომელიც განკუთვნილია ავტომობილის,ან რაიმე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მგზავრებისათვის ავარიისაგან ან ძლიერი სამუხრუჭე გაჩერებისაგან თავდაცვისათვის.

ეს მარტივი, თუმცა საკმაოდ ეფექტური მოწყობილობა ჯერ კიდევ ასი წლის წინათ გამოიყენებოდა. მიუხედავად ამისა ცნობილია, რომ იგი იმ პერიოდში არ ყოფილა გამოგონებული და განკუთვნილი ავტომობილებისათვის. თანამედროვე "უსაფრთხოების ღვედი”-ს წინამორბედი ჯერ კიდევ 1800 წელს იქნა შექმნილი ენთუზიასტ-კონსტრუქტორების მიერ, მაშინ როდესაც ისინი ცდილობდნენ საფრენი აპარატის მეშვეობით "ზეცის დაპყრობას”. თუმცა პირველად იგი, როგორც პასიური უსაფრთხოების ღვედი ოფიციალურად შემოგვთავაზა,ცნობილმა ინგლისელმა გამომგონებელმა და მეცნიერმა – სერ ჯორჯ კეილიმ (1773-1857 წლები), XIX საუკუნის დასაწყისში.

1903 წელს დიდმა ფრანგმა მეწარმემ და ავტოკომპანია Renault-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა – ლუის რენომ შექმნა ხუთპუნქტიანი უსაფრთხოების ღვედი, რასაც მალევე მის ბაზაზე ავტოკომპანია Volvo-ს მიერ სამპუნქტიანი უსაფრთხოების ღვედის შექმნა მოჰყვა. თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იმ პერიოდის ავტომანქანებს ძალიან დაბალი სიჩქარე გააჩნდათ და შესაბამისად არ საჭიროებდნენ "უსაფრთხოების ღვედებს”. ამასთან ავტომობილების რაოდენობაც ძალიან მცირე იყო. ექსპერიმენტალური ღვედი პირველად 1930-იანი წლების მეორე ნახევარში გამოჩნდა, მაშინ, როდესაც მასიურად დაიწყო "ჩქაროსნული გზების” აგება. მიუხედავად ამისა "უსაფრთხოების ღვედი” მაინც არ გახდა ფართოდ გამოყენების ინსტრუმენტი ევროპულ ავტოკომპანიებში. პირველი საავტომობილო უსაფრთხოების ღვედების მასიურად გამოყენება დაიწყო ამერიკაში "ფორდის” ტიპის ავტომობილებზე, მხოლოდ და მხოლოდ 1950-იან წლებში და ასეთ ღვედებს "ორპუნქტიან ღვედებად” მოიხსენიებდნენ (ძირითადად სწორედ ასეთი ღვედები გამოიყენება დღეს ავტომობილებსა და ავიაციაში).ყველაზე ეფექტურ "უსაფრთხოების ღვედებად” მაინც სამპუნქტიან ღვედებს მიიჩნევენ,რომლებიც ფართოდ გამოიყენეს შვედეთში 1950-იან წლებში. ავიაციის ისტორიაში პირველად უსაფრთხოების ღვედი გამოიყენა, ფრანგული ავიაციის პიონერად წოდებულმა – ადოლფ პეგუმ 1913 წელს.მიუხედავად ამისა 1930-იან წლებში ის ავიაციაში მაინც არ გამოიყენებოდა.

თანამედროვე სამყაროში "უსაფრთხოების ღვედი” ყველა სატრანსპორტო საშუალებისათვის უმნიშვნელოვანეს ატრიბუტს წარმოადგენს და არც ერთი სატრანსპორტო საშუალება (ველოსიპედის გარდა) "უსაფრთხოების ღვედის” გარეშე არ იწარმოება.



წყაროhttp://ucnauri.com
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1959 | დაამატა: IRAKLIG | ტეგები: უსაფრთხოების ღვედის შექმნის ისტორია | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 11
    სტუმარი: 11
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика