ლაგოდეხის რაიონში, ჭიაურის სამონადირეო მეურნეობაში ბრაკონიერი მეთევზეები დააკავეს. სამონადირეო მეურნეობის ხელმძღვანელობამ უცხო პირები იმ დროს შენიშნა, როდესაც ისინი ბადით თევზს იჭერდნენ.
სამონადირეო მეურნეობის ადმინისტრაციის განცხადებით, ბოლო დროს მათ ტერიტორიაზე უკანონო თევზჭერისა და ნადირობის ფაქტები გახშირდა. რამდენიმე თვის წინ, ბრაკონიერებმა დაცულ ტერიტორიაზე შველი და გარეული ღორიც მოკლეს.
ჭიაურის სამონადირეო მეურნეობა სახელმწიფო ტყის ფონდს ეკუთვნის და იჯარით შპს „ფაუნას" აქვს აღებული.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე მოკვლევას ლაგოდეხის რაიონული პოლიცია აწარმოებს.
წყარო: http://.interpressnews.ge
|