ფარშევანგი ობობა მდედრი ობობებს ყურადღებას თავისი მუცლით იქცევს, რომელიც პარშევანგის კუდს წააგავს.
ავსტრალიის აღმოსავლეთში ბინადარი ფარშევანგი ობობა (Maratus volans) — შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ობობაა მსოფლიოში. მის განსაკუთრებულ მიმზიდველობას, მისი ფერადად აჭრელებული მუცელი იწვევს, რომელსაც ის თითქოსდა ფარშევანგის მსგავსად შლის.
იმ შემთხვევაში, როდესაც ეს პაწაწინა ობობა (5 მმ-ს არ აღემატება სიგრძეში) მდედრ წარმომადგენელს შეამჩნევს, ააშვერს ფერად მუცელს და შლის მას, ოვალური ფორმის მიცემით. შემდეგ კი ორ ფეხსაც იშვერს ზემოთ, რათა უფრო მეტი ყურადღება მიიპყროს. როგორც კი მდედრი მიუახლოვდება მას, ის მის წინ „ცეცხლოვან" ცეკვას ასრულებს: იწყებს მუცლისა და ფეხების თამაშს და დინამიურად მოძრაობს აქეთ-იქით. თუ მდედრს მოეწონება ცეკვა და კავალერის „კუდი", ის ნებას დართავს მასთან შეჯვარებაზე.
საინტერესოა, რომ ადრე მეცნიერებს ეგონათ, რომ ფარშევანგ ობობას დიდ მანძილზე გადახტომა ან ფრენის დრო თავისი კუდის წყალობით ლივლივიც კი შეეძლო, თუმცა ამ ვარაუდების დადასტურება ვერ მოხერხდა.
ვიდეოებზე შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ ხიბლავს ფარშევანგი ობობა მდედრებს და ასევე მისი ქცევის სხვადახვა დეტალები: