1970-იან წლებში Chu Ming Silveira-ამ შექმნა ახალი ტიპის ბრაზილიური სატელეფონო ჯიხურები, რომლებმაც მიიღეს სახელწოდება – Orelhão.
თითოეული ჯიხურის სიმაღლე ტოლფასი იყო ქალაქის მოსახლეობის საშუალო სიმაღლის ; თითქმის ყველა ტელეფონი განთავსებული იყო საკმაოდ ხმაურიან ადგილებში, იმისათვის რომ გაუმჯობესებულიყო ხმაურის იზოლაცია;
სილვეირამ (Silveira) შექმნა კვერცხის ფორმის ჩარჩო-კორპუსი ; ჯიხურების წარმოებისათვის გამოყენებულ იქნა მინის ბოჭკოვანა- ძალიან იაფი მასალა, რომელიც მდგრადია მზეში და ასევე წვიმაშიც. პირველი სატელეფონო ჯიხურები დამონტაჟდა 1972 წელს რიოში და სან პაულოში.
ეხლა კი ამ მოწყობილობით შეიძლება ისარგებლოთ მთელ ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, ჩინეთში და ჩვენი პლანეტის სხვადასხვა ნაწილებშიც. ხშირად ჯიხურები შესრულებული და წარმოდგენილია სხვადასხვა ცხოველების, თევზების, ყვავილების და სხვადასხვა უცნაური ნივთების ფორმითაც, რაც აღფრთოვანებას იწვევს ნებისმიერ ჩვენთაგანში …