ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » აპრილი » 16 » არამიწიერი ლანდშაფტები    

12:31:00
არამიწიერი ლანდშაფტები


კოსმოსის კვლევის ადრეულ ეტაპზე მიიჩნეოდა, რომ ადამიანები მალე ეწვეოდნენ პლუტონს და მთვარეზე რამდენიმე კვირით გამგზავრება ჩვეულებრივი მოვლენა გახდებოდა. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერლები აღწერდნენ ვენერასა და მარსზე მდებარე სოფლებს, კონტაქტებს არამიწიერ ცივილიზაციებთან. ნახევარი საუკუნის შემდეგ ნათელი გახდა, რომ პროგნოზები არ გამართლდა: ვარსკვლავური სამყაროს ნაცვლად ადამიანებმა ვირტუალურში გადაინაცვლეს. თუმცა ამით არ იწურება იმის იმედი, რომ ადამიანებს უცხოპლანეტური გარემოს ნახვის შესაძლებლობა მიეცემათ. რადგან დედამიწაზეც არსებობს ისეთი ადგილები, რომლებიც არამიწიერ ლანდშაფტებად შეიძლება მივიჩნიოთ. დღეს მე წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს:

სალარ-დე-უიუნი

სალარ-დე-უიუნი მდებარეობს ბოლივიაში,ზოგიერთები ამ ადგილს უწოდებენ "დედამიწისა და ზეცის საზღვარს”, თუმცა უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ აქ ზემოთაც ცაა და ქვემოთაც და უფრო მეტიც – მასზე სიარულიც შეგიძლიათ. ეს არის მსოფლიოში უდიდესი ბუნებრივი სარკე, იმდენად დიდი, რომ ჰორიზონტს სცდება.

სალარ-დე-უიუნი ყველაზე დიდი მარილის ტბაა. მის სიღრმეებში ინახება ბუნებრივი ნივთიერებებისა და მინერალების მარაგი, რომელიც ათასობით წლების განმავლობაში იქნება სამყოფი. ასეთმა სპეფიციკურმა შემადგენლობამ და გარემო პირობებმა ეს ადგილი პლანეტის უნიკალურ წერტილად აქცია. ტბის ზედაპირის სიმაღლის ცვალებადობა 10 582 კვ. კმ. ფართობზე მაქსიმუმ 1 მეტრია. მშრალ სეზონში ეს ადგილი იქცევა კაშკაშა თეთრ ვაკედ, წვიმის მოსვლისას კი – ცის საოცრად ზუსტ ანარეკლად. ტბის სიღრმე უმეტესად არ აჭარბებს რამდენიმე სმ-ს, ასე რომ მასზე თავისუფლად შეიძლება სიარული და ფეხქვეშ ღრუბლების ყურება. ყოველ ნოემბერს აქ მოფრინავენ იშვიათი ჯიშისა და შეფერილობის ფლამინგოები. თუმცა აქ სტუმრობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სალარ-დე-უიუნი მდებარეობს ზღვის დონიდან 3500 მეტრის სიმაღლეზე და აკლიმატიზაციას დრო სჭირდება.

"ტალღების” გალერეა, აშშ

ქვიშისა და ქვების გასაოცარი ფორმირება, რომელსაც "ტალღა” უწოდეს, აშშ-ის ორი შტატის – იუტასა და არიზონას – საზღვარზე მდებარეობს. 200 მილიონი წლის განმავლობაში ძლიერმა ქარმა ამ ადგილს გასაოცარი და თვალისთვის სასიამოვნო გეომეტრიული ფორმა მისცა. ერთ დროს აქ ქვიშის დიუნები იყო, მაგრამ დროისა და გარემო პირობების ჩარევით ფერად და გამაგრებულ გორაკებად იქცა. ლანდშაფტის ფოტოგრაფებისთვის ეს ერთ-ერთი საოცნებო ადგილია. არიზონას გალერეის მნახველთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას უწევს, შეამციროს ნაკადი იმ მოხალისეებისა, რომლებსაც სურთ თუნდაც თვალი შეავლონ ბუნების ამ საოცრებას. ამის გამო დღეში მხოლოდ 20 ბილეთი გაიცემა. 10 მათგანს მიწების მართვის კომიტეტის მიერ ჩატარებული ლატარეა აქვთ ნათამაშები 4 თვით ადრე, დანარჩენ ათს – წინა დღეს. მოგების ყველაზე დიდი შანსია მარტიდან ნოემბრამდე პერიოდში – დამარცხების ალბათობა 50%-ზე ნაკლებია. თუმცა თუ არიზონაში არაფერი გამოგივათ, შეგიძლიათ იუტას მიმართოთ – მართალია აქაური "ტალღები” არც ისე შთამბეჭდავია არიზონასთან შედარებით და, შესაბამისად, ნაკლებ პოპულარულია, თუმცა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახლავთ.

მაკმურდოს მშრალი ხეობები

ყველაზე მშრალი ადგილი დედამიწაზე – ეს არც საჰარაა და არც გობი, როგორც ბევრს წარმოუდგენია, არამედ ანტარქტიდაში მდებარე ადგილი, რომელსაც მშრალ ხეობებს უწოდებენ. აქ უკვე 2 მილიონი წელია, ნალექი არ ყოფილა! ეს ადგილი შემოსაზღვრულია მთებით, საიდანაც გრავიტაცის გავლენით მაღალი სიჩქარის (300 კმ/სთ) ცივი და სუსხიანი ქარები მოემართებიან და თან მიაქვთ ყველაფერი, რაც გზაში შეხვდებათ, მათ შორის თოვლი, წყალი და ყინული. თუკი მიმოვიხილავთ მზის სისტემის პლანეტებში მიმდინარე პროცესებს, მსგავსი რამ მარსს გაგვახსენებს. მეცნიერები აღტაცებულნი დარჩნენ, როცა ასეთ საშინელ პირობებშიც კი აღმოაჩინეს სიცოცხლის ფორმები – ბაქტერიები. მათთვის საკმარისია ის წვეთები, რომლებიც აქაურ ქარებს დაუსხლტებიან ხოლმე.

კიდევ უფრო საინტერესო ის ბაქტერიაა, რომელიც ტეილორის მყინვარში ბინადრობს. გეოგრაფიულად ეს მყინვარიც მშრალ ხეობებს მიეკუთვნება. ეს ანაერობული (ანაერობები – მიკროორგანიზმები, რომლებიც ცოცხლობენ უჰაერო პირობებში, უჟანგბადოდ) ბაქტერია გარდაქმნის გოგირდსა და რკინას, რომლის შედეგიც მიიწევს ზედაპირისკენ და წარმოიქმნება ე.წ. სისხლიანი ჩანჩქერები. თეთრ ფონზე რკინის ოქსიდით შეღებილი წყალი არც ისე კარგად გამოიყურება, თითქოს უზარმაზარი შეუხორცებელი ჭრილობიდან სისხლი იღვრება.

მდინარე ტინტო

ესპანეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა უძველესმა ხალხებმა და ტარტესებმა სასარგებლო წიაღისეულის ძებნა სიერა-მორენას მთებში დაიწყეს. სწორედ აქ იღებს სათავეს მდინარე ტინტო. რკინა, სპილენძი, ვერცხლი, ოქრო და მაგნიუმი – არასრული სია ელემენტებისა, რისი მოპოვება-დამუშავებაც ხდება აქ ბოლო 5000 წელია. გათხრებისას გამოყოფილი ნარჩენები კი ადგილობრივ მდინარეებს ერეოდა და ახლო-მახლო არეებში ვრცელდებოდა. ისე ჩანდა, რომ აქ ცხოვრება მხოლოდ კომბინეზონიან და ჩაფხუტიან ადამიანებს შეეძლოთ. მაგრამ ბუნებამ თავისი გაიტანა და ამ ტერიტორიაზეც გამრავლდნენ "სისხლიანი ჩანჩქერების” ბაქტერიების ნათესავები. ისინი სიამოვნებით იკვებებიან და ამუშავებენ ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც ნებისმიერი ნორმალური ორგანიზმისთვის სახიფათოა. ამან მეცნიერებს გაუძლიერა იმედი, რომ დედამიწის გარდა სხვაგანაც შეიძლება არსებობდეს სიცოცხლის რაიმე ფორმა.

ადგილობრივი პირობებით ტინტოს ტერიტორია მიაგავს მარსსა და იუპიტერის თანამგზავრ ევროპას ყინულის საფარის ქვეშ. ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ ამ ყველაფრის ყურება შესაძლებელია საკუთარი თვალებით, სრულიად უსაფრთხოდ. მიუხედავად იმისა, რომ აქ სამრეწველო სამუშაოები მიმდინარეობს, მდინარის ძირითადი ნაწილის დათვალიერება შესაძლებელია.

კილუკის ტბა, კანადა

ლაქებიანი ტბა, სახელად კილუკი, იმდენად უცნაური ადგილია, რომ დედამიწაზე ანალოგი არ გააჩნია. მარილის მაღალი შემცველობისა (დედამიწის ტბებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი) და განსაკუთრებული კლიმატის გამო ცხელ სეზონში კილუკი ხდება რამდენიმე პატარა ტბის ერთობლიობა, რომლებზეც თავისუფლად შეგიძლიათ სიარული. შეიძლება არც ისე სახალისოდ ჟღერს, თუმცა ნახვად ნამდვილად ღირს.

მარილების წყალობით ტბის წყალს სამკურნალო თვისებები აქვს და ამის გამო თავის დროზე დიდი დაპირისპირება დაიწყო ადგილობრივ ინდიელებსა და კოლონისტ ევროპელებს შორის. აბორიგენებისთვის კილუკი იყო წმინდა ადგილი, რომელსაც მრავალი ლეგენდა და თქმულება უკავშირდება, ამიტომ ადგილობრივი კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. როცა 1979 წელს ტერიტორიის კანონიერმა მეპატრონემ ერნესტ სმიტმა გადაწყვიტა, ექცია ის რეკრეაციულ კურორტად, მკვიდრ მოსახლეობაში საპასუხო მწვავე რეაქცია გამოიწვია. ინდიელები 20 წლის განმავლობაში იბრძოდნენ, რომ მათთვის ძვირფასი ადგილი დაეცვათ და მხოლოდ 2001 წელს შეძლეს მისი შეძენა 720 000 დოლარად. მას შემდეგ ტბასთან წვდომა შეიზღუდა და ამის ერთადერთი გზა უხუცესებისგან თანხმობის მიღებაა. მართალია, ადვილი არაა, მაგრამ არც შეუძლებელი. უკიდურეს შემთხვევაში კი შეგიძლიათ კილუკით ახლომდებარე გზატკეცილებიდან დატკბეთ.

 



წყაროhttp://ucnauri.com
კატეგორია: დედამიწა | ნანახია: 3594 | დაამატა: IRAKLIG | ტეგები: არამიწიერი ლანდშაფტები | რეიტინგი: 3.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика