ქობულეთის ზღვისპირა ტერიტორიები მოვარდნილმა შტორმა გაანადგურა. ფიჭვნარის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარმა ათობით ნაძვის ხე მოგლიჯა.
როგორც "თაიმერს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ქობულეთში შტორმს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, რამდენიმე მოსახლის ეზოში კი ზღვამ გამორიყული ნივთები შეიტანა.
ქალაქს ამ დროისთვის გათიშული აქვს გაზმომარაგება, დაზიანებულია ელექტროსადენები.
როგორც ცნობილია, შტორმი ღამის 4 საათზე დაიწყო და მისი სიმძლავრე 5 ბალს აღემატებოდა. საგანგებო სიტუაციების სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.