ფლორიდას შტატის ცოცხალი ბუნების პარკ Gatorland-ში უცნაური ალიგატორი გაჩნდა, რომელსაც ძალიან იშვიათი პიგმენტაცია-ლეიკიზმი აღენიშნება. ამ დროს სხეულის მხოლოდ მცირედი ნაწილია შეფერილი, ხოლო თვალებს ცისფერი ფერი ახასიათებს.
22 წლის მამრი Bouya Blan (ფრანგულიდან brouillard blanc "თეთრი ნისლი") მსოფლიოში ასეთი შეფერილობის 12 ალიგატოს შორის ერთ-ერთია. 1986 წელს სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებმა ლუიზიანას ერთ-ერთ ჭაობში 17 თეთრი ალიგატორის ნაშიერი იპოვეს, რომლებიც მაშინვე ნიუ-ორლეანის ზოოპარკში გადაყვანეს. Gatorland-ში კიდევ 3 მამრი ცხოვრობს.
თავისი შეფერილობის გამო ეს ცხოველები ძალიან იშვიათად გვხვდება ბუნებაში, რადგან ისინი მალე იღუპებიან სხვა მტაცებლების ხელით. ასევე თეთრი ალიგატორი ძალიან მგრძნობიარეა მზის პირდაპირი სხივების მიმართ და ესაჭიროება დ ვიტამინის გაზრდილი დოზა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!