23-24 მარტს საქართველოში აცივდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილე ნინო წვერავამ განუცხადა, დღეს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასები დაიწყებს შემოსვლას, რის შედეგადაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი. მთებში დღეს იწვიმებს, რომელიც შემდეგ ღამით თოვლში გადაიზრდება. მაღალმთაში ზოგან მოსალოდნელია ქარბუქი. ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოში დღეს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე წამში 28 მეტრი იქნება. ნალექიანი ამინდები საქართველოში 24 მარტის ჩათვლით დარჩება. 25-27 მარტს კი, გამოიდარებს და საქართველოში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. 28 მარტიდან კი, კვლავ იწვიმებს. 23 მარტს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +17; +22 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში _ +12; +17; 24 მარტს დასავლეთ საქართველოში _ +4;+9 გრადუსი იქნება ; აღმოსავლეთ საქართველოში _ +6;+11; 25 მარტს დასავლეთ საქართველოში _ +13 გრადუსამდე; აღმოსავლეთ საქართველოში კი _ +14 გრადუსამდე დათბება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!