აი, უკვე სამი შვიდეულია, რაც ეკლესიის თაღქვეშ გაისმის ცოდვით დაღალული ადმიანური გულის შეძახილი: „სინანულისა ბჭენი განმიხვენ, ცხოვრებისმომცემელო!.." ხვალინდელი დღიდან ფართოდ იღება სინანულის წმინდა კარი... განსაკუთრებულად ღრმა და სერიოზული სიჩუმე შეიგრძნობა ჩვენს – ჩვეულებისაებრ ამაო – ცხოვრებაში... თავისი სულიერი შინაარსით დიდმარხვა საყოველთაო აღდგომამდე ადამიანის სიკვდილისშემდგომი მდგომარეობის წინასახეს წარმოადგენს... იგი ჩვენ გვასწავლის, თუ როგორ შეჰფერის მზადება სიკვდილისთვის... სიკვდილის სარეცელზე ადამიანს გადაულახავი სურვილი უჩნდება ყველასთან შერიგებისა; არ რჩება არც სიცრუე, არც თვალთმაქცობა. იგივე გულწრფელობა უნდა გვქონდეს ახლაც ვედრებისას... მომაკვდავზე არანაირი ზემოქმედება არა აქვს გარეგან შთაბეჭდილებებს – იგივე გულგრილობა გვმართებს ჩვენც ყოველივე ამსოფლიურისადმი...
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!