ვინ და როდის გამოიგონა ნარდი არავინ იცის. თუმცა, მას აღმოსავლეთში
უძველესი დროიდან სიამოვნებითა და აზარტით თამაშობენ. მსგავსი გასართობი
ცნობილი იყო შუმერებისა და აცტეკებისთვის, ეგვიტელებმა კი კამათლის
გასაგორებლად სპეციალური ჭიქაც გამოიგონეს. ყველაზე ძველი ნარდის დაფა
მცირე აზიაშია აღმოჩენილი, რომელიც დაახლოებით 7000 წელს მოითვლის.
ამიტომაც ჩვენამდე მოღწეული ცნობები, რომელთა მიხედვით ნარდის გამოგონება
ამა თუ იმ ისტორიულ, ზოგჯერ კი მითოლოგიურ პერსონაჟებსაც კი მიეწერება
რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი ლეგენდებია.
ერთ-ერთ გადმოცემით, III საუკუნის სპარსეთის ბრძანებელს არდაშირს შაშის
თამაში მობეზრდა. მან დაახლოებული პირნი შეკრიბა და უბრძანა, ახალი
გასართობი მოეგონათ. ისინი დითხანს იმტვრევდნენ თავს ფიქრით და ბოლოს
ბრძანებელს ძვირფასი ხისგან ნაკეთი დიდი სათამაშო დაფა მიართვეს, რომელზეც
შავთეთრი უჯრების მაგივრად, მოპირდაპირე გვერდებიდან ცენტრისკენ
მიმართული კონტრასტული ხაზები იყო დახაზული და რომელსაც თან თიხის კოჭები
და კამათლები ახლდა.
VII-VIII საუკენეების ნაწარმოებში - "წიგნი ჩატურანგზე", ნარდის
გამოგონების კიდევ ერთი ვერსიაა გადმოცემული. ინდოეთის მეფემ სპარსეთის
შაჰინშაჰს, საზრიანობის გამოსაცდელად ჭადრაკი გაუგზავნა.
შაჰის ერთ-ერთმა ბრძენმა მრჩეველმა მბრძანებლის პრესტიჟი თავის ჭკუითა
და მოხერხებულობით გადაარჩინა. მან სრულიად განსხვავე-ბული თამაში მოიგონა,
რომელიც ერთი შეხედვით ჭადრაკზე იოლიც კი იყო, მაგრამ მაინც მოაქცია
ჩიხში თავის თავში დარწმუნებული ინდოეთის მეფე. ეს თამაში კი ნარდი
გახლდათ.
არცერთ თამაშს იმდენი სახელწოდება არ აქვს, რამდენიც ნარდს. აცკეტები
მას "პატოლის" უწოდებდნენ, რომაელები "ტაბულას", ბერძნები "ტავლის",
სპარსელები "ტახტე ნარდს" ანუ "ხის დაფაზე ბრძოლას", ისლანდიელები კი
დღემდე ცდილობენ, გააცურონ მოწინააღმდეგე, კამათლებს აგორებენ და ყველა
კოჭს "სახლში" უყრიან თავს და ამ გასართობს "გოგონებზე ნადირობას" ეძახიან.
ევროპაში ნარდი XII საუკუნეში შორეული ქვეყნიდან ჯვაროსნებმა შემოიტანეს
და "ტრიკტრაკომი" უწოდეს, რადგან სწორედ ასეთ ხმებს გამოსცემდა ხის
დაფაზე გაგორებული კამათლები. გატაცება საყოველთაო აღმოჩნდა. რიჩარდ
ლომგულის ბრძანებით, სარდლებს მკაცრად უნდა ედევნებინა თვალ-ყური
ჯარისკაცებისთვის, რადგან მათ ბრძოლის დროს ნარდი არ ეთამაშათ.
არაბაბი ფილოსოფოსი აბუ-ალი ხასიმი ნარდში დროსთან-კავშირს ხედავდა: 30
ქვა თვის დღეებს მიანიშნებდა, 24 პუნქტი - დღე-ღამის საათებს, დაფის ერთ
მხარეს განლაგებული 12 პუნქტი - წელიწადის თვეების რაოდენობას.
ნარდის თამაშის მრავალი ვარიანტიდან ყველაზე გავრცელებულია ორი - გრძელი
და მოკლე ნარდი. ნარდში ორი მოთამაშეა, ანგარიში ძველი სპარსულისა და
თურქული სიტყვების ნარევით ცხადდება. გამოცდილი მოთამაშეები თვლიან, რომ
ყველაფერი გაგორებულ კამათლებზე გამოსახულ ციფრებზე არ არის დამოკიდებული,
აარც სვლებია წინასწარ გათვლილი. თუმცა, ჭადრაკისაგან განსხვავებით
ნარდში სავარაუდო ვარიანტები გაცილებით ნაკლებია. მაგრამ გამართლებაზე
იმედის დამყარება არ ღირს, გამარჯვებას მხოლოდ ცივი გონება და სწორად
არჩეული ტაქტიკა მოიტანს.
სათამაშო დაფა და კოჭები ოდითგანვე კარგი ხისგან მზადდებოდა, ყველაზე
საუკეთესო ნიმუშები ორნამენტებითა და თვლებით იყო მორთული. ტრადიცია დღესაც
გრძელდება, თუმცა უნიკალური ნამუშ-ევრები ბევრი აღარაა.
დღეს დაფებს უბრალო ხისგან ან პლასტიკატისგანაც ამზადებენ. დღეს ნარდი
მსოფლიოში ერთ - ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშად იქცა. მას ყველა ოჯახში და
ყველა ეზოში თამაშობენ, პროფესიონალები კი ნარდში მსოფლიო ჩემპიონატებსაც
კი ატარებენ.
წყარო: http://intermedia.ge
|