არსებობს ორი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უნდა შემოეტანა
ჭადრაკი საქართველოში.პირველი ვერსიის თანახმად, ამ თამაშს სპარსეთთან
კულტურული ურთიერთობის წყალობით ვეზიარეთ.მეორე ვერსიის მიხედვით კი იგი
გაგვაცნეს ინდოელმა ვაჭრებმა ან იქიდან გამოქცეულმა ბუდისტებმა. ჭადრაკის სამშობლოდ ინდოეთია აღიარებული.აქ ჭადრაკი მე-6 საუკუნეში გამოიგონეს.
იმავე საუკუნეში ეს თამაში სპარსეთშიც გავრცელდა, სადაც ჩატრანგის (ოთახის
თამაშის) სახელწოდება მიიღო, მაგრამ მალე, მე-7 საუკუნეში, არაბებმა
მეზობელი სპარსეთი დაიპყრეს და თავადაც შეიყვარეს მათთვის ახალი თამაში,
რომელსაც შატრანჯი შეარქვეს.მე-11 საუკუნეში მან ევროპაშიც მოიკიდა ფეხი.
აკადემიკოსი
აკაკი შანიძე თავის ნაშრომში "ცოტა რამ ჭადრაკისა და ნარდის შესახებ",
ამტკიცებდა:"ჭადრაკი ჩვენში სპარსეთიდაან უნდა იყოს შემოსული.ეს იქიდან
ჩანს, რომ ზოგიერთი ტერმინი სპარსულია". ირკვევა, რომ ქართული ჭადრაკი
წარმოიშვა სპარსული ჩატრანგისგან, არ შეიძლება იგი არაბული შატრანჯიდან
შექმნილიყო, ვინაიდან არაბებს არ აქვთ ასოები ჩ და გ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!