ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მარტი » 14 » ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო შეძრა (ნაწილი 1)    

00:29:18
ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო შეძრა (ნაწილი 1)

1) 2005 წელი, ბუენოს აირესი, არქიეპისკოპოსი ხოსე ბერგოლიო, ამჯერად პაპი 
ფრანცისკე, ერთ-ერთ ჰოსპიტალში, აღდგომის მარხვის დიდ ხუთშაბათს ფეხს ბანს 
საავადმყოფოს პაციენტს.image























2) ბჰოპალის
ტრაგედია, ინდოეთი 1984 წლის 3 დეკემბერი, ქალაქში მდებარე ქიმიური 
ქარხნიდან, სახელწოდებით "Union Carbide India Limited (UCIL)” 40 ტონა 
ტოქსიკური აირი, მეთილიზოციანიდი ( CH3NCO ) გაიჟონა. სულ 500 000 ადამიანი
მოიწამლა. 5 000-მდე ადამიანი 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა, 20 000
-ზე მეტი კი შემდეგ დღეებში გართულებების შედეგად გარდაიცვალა. ამ 
კატასტროფის შედეგად დღეს დღეობით დაახლოებით 120 000 ადამიანი ჯერ კიდევ 
არის დაავადებული კიბოთი, სიბრმავით, სუნთქვითი გართულებებითა და ა.შ.

image

3) სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ დაბრმავებულ ჯარისკაც მამას შვილი ესტუმრა სანახავად

image

4) გერმანელი ჯარისკაცები ფეხსაცმელს აწმენდინებენ რუს ბიჭს. ფოტოს თუ დააკვირდებით, ეს ჯარისკაცები სადღაც 15 წლის ბავშვები არიან

image


5) "ორი
ბიჭის ფოტო.ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც იარაღი უჭირავს ეს 
ავტოპორტრეტია.იმიტომ რომ ეს ორი ბიჭუნა-ეს მე ვარ.ერთი მხრიდან მე 
შემიძლია ზუსტად ამგვარად ვითამაშო იარაღით, ზუსტად ამგვარი სახის 
მიმიკებით, ხოლო მეორე-შემიძლია ვიყო ასეთი ანგელოზი"



image


6) ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ფანჯრის მწმენდავი.

image

7) იშვიათი შემთხვევა: ახალშობილი ჯერ ისევ ამნიოტურ ტომარაში. 

image


8) საკუთარი
სილამაზის მსხვერპლი... აფრიკაში სპილოს კვლის უამრავი არაკანონიერი 
შემთხვევა ფიქსირდება, ყველაფერი კი მათი ეშვების გამო ხდება.

image


9) ”შავების” რასიზმი – შავკანიანები ალბინოსებს ანადგურებენ!


რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ალბინოსები შავკანიანებსაც უჩნდებათ. მათი 
დისკრიმინაციის პრობლემა უკვე მრავალი წელია არსებობს აფრიკულ ქვეყნებში. 
ხშირად ალბინოსები ნადირობის ობიექტებიც ხდებიან: მათ კლავენ, სხეულს 
ანაწევრებენ, ორგანოებს აცლიან, თმებს აჭრიან და შემდეგ ჯადოქრულ რიტუალებს
ატარებენ.


image


10) 1945
წლის 13-15 თებერვალს ჩადენილ იქნა ერთერთი ყველაზე საშინელი დანაშაული 
კაცობრიობის წინააღმდეგ. საშინელი პირველ რიგში თავისი აბსოლიტურად უაზრო 
სისასტიკით. მთელი ქალაქი პირდაპირი მნიშვნელობით მიწასთან იქნა 
გასწორებული და დამწვარი. ჰიროსიმა და ნაგასაკი იყო უბრალო გაგრძელება, ამ 
დღემდე არაღიარებული დანაშაულისა კაცობრიობის წინააღმდეგ. სამიზნედ 
დრეზდენის მოსახლეობის საუბედუროდ სწორედ გერმანიის კულტურული
ცენტრი, დრეზდენი იქნა არჩეული, რომელშიც პრაქტიკულად არ იყო სამხედრო 
დანიშნულების ქარხნები. მთლიანი ომის განმავლობაში ამ ქალაქში 
დისლოცირებული იყო Luftwaffe-ს მხოლოდ ერთი ესკადრილია, რომელმაც 
დაბომბამდვე დიდი ხნით ადრე დატოვა ქალაქი. ბრიტანეთისა და აშშ-ს 
სამხედროები ხშირად ატარებდნენ ექსპერიმენტებს, იმის გასარკვევად 
შეძლებდნენ თუ არა დიდი მასშტაბის ცეცხლის ტალღის შექმნას, ამ 
ექსპერიმენტის მსხვერპლი ამჯერად დრეზდენი გახდა. ამ დაბომბვამ შემდგომში 
მიიღო სახელი "სამხედრო ტექნიკის დახმარებით, მასობრივი განადგურების 
ყველაზე მასშტაბური ცდა, მეორე მსოფლიო ომში." დაბომბვის შედეგად სრულიად 
განადგურებულ იქნა ქალაქის ცენტრიც, რომელსაც ევროპის "არქიტექტურულ 
მარგალიტს" უწოდებდნენ, დაბომბვებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. ეს ფაქტი
დღემდე რჩება ერთერთ ყველაზე განხილვად და სადაო თემად მეორე მსოფლიო ომის
ისტორიაში - იყო თუ არა ფაქტი, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ? - 
ნგრევის და მოსახლეობის მსხვერპლის ციფრები თავისთავად იძლევა პასუხს ამ 
კითხვაზე, თუმცა ამის მიუხედავად დღემდე არაა აღიარებული დანაშაული 
კაცობრიობის წინააღმდეგ. 

- "ჩვენ გადავბომბავთ გერმანიას, ერთ 
ქალაქს მივაყოლებთ მეორეს, მესამეს და ასე შემდეგ. ჩვენ უფრო და უფრო 
ძლიერად დაგბომბავთ, სანამ თქვენ არ შეწყვეტთ წინააღმდეგობას! ეს ჩვენი 
მიზანია და ჩვენ მას დაუნდობლად მივყვებით. ქალაქი ქალაქზე: როსტოკი, 
კიოლნი, ჰამბურგი, ემდენი, ლიუბეკი, ბრემენი, ვილჰელმსჰაფენი, ჰამბურგი-და 
ეს ცხრილი სულ უფრო მოიმატებს!" - ამ სიტყვებით მიმართა ბრიტანული საჰაერო
ძალების, ბომბდამშენთა ავიაციის მეთაურმა არტურ ჰარისმა გერმანელ ერს. 
1945წლის 15 თებერვალს, ბრიტანული სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურმა ჩარლზ
პორტალმა წერილობიტ მიმართა არტურ ჰარისს - "ვფიქრობ თქვენთვის ცხადია, 
რომ სამიზნეები უნდა იყოს მჭიდროდდასახლებული უბნები და არა მცირე 
ქარხნები".

მართლაც, ყოველდღე იბეჭდებოდა მონაცემები 
განადგურებულ გერმანულ ქალაქებზე, სადაც განადგურების ყველაზე მცირე 
პროცენტი იყო 45%, ისიც დაფიქსირებული მხოლოდ ერთ შემთხვევაში, ჰამბურგის 
დაბომბვის დროს, დანარჩენ შემთხვევებში პროცენტი 70% ზე მეტი იყო. ქალაქის 
მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ტაქტიკა, უკვე პირველი მსოფლიო ომის 
დროს შემუშავებულ იქნა ინგლისელი მარშალის ჰიუ ტრენჩარდის მიერ, რომელიც 
შემდგომში "გაუმჯობესებულ" იქნა და "შესანიშნავად" გამოყენებული ბრიტანული 
და ამერიკული ავიაციის მიერ, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგაც, მეორე 
მსოფლიო ომში.

ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ დრეზდენის ასეთი უაზრო
სისასტიკით, არანაირი შედეგის მომტანი დაბომბვით მოკავშირეებს უნდოდათ 
დაენახათ საბჭოთა კავშირისთვის, თუ რაოდენ დიდი სამხედრო ძალის მფლობელები 
იყვნენ, საბჭოთა კავშირის ერთგვარი შეშინების მიზნით. 


მოკავშირეებისთვის ცნობილი იყო, რომ სწორედ დრეზდენში აფარებდა თავს ასი 
ათასი გერმანელი ლტოლვილი, რომლებიც საბჭოთა კავშირმა შეავიწროვა 
აღმოსავლეთ პრუსიაში. დაბომბვამდე დრეზდენის მოსახლეობა შეადგენდა 640 
ათასს და 100 ათას ლტოლვილს, დაბომბვის შემდეგ დრეზდენის მოსახლეობა 380 
ათასამდე შემცირდა.

ფოტოზე: დრეზდენის დაბომბვის შედეგად განადგრურებული მშვიდობიანი მოსახლეობა.


image






წყაროhttp://intermedia.ge
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 3156 | დაამატა: gio90 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 14
    სტუმარი: 14
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика