ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ რომელი ცხოველია ყველაზე დღეგრძელი. ყველაზე
დიდხანს, თურმე, კუ ცხოვრობს; მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 200 წელია.
დღესდღეისობით ყველაზე მოხუც ცხოველად წმინდა ელენეს კუნძულზე მცხოვრები კუ
ჯონათანი ითვლება, იგი 178 წლისაა. პირველად ჯონათანი 1900 წელს
დააფიქსირეს და ფოტოები გადაუღეს. ამის შემდეგ მას ყოველ 50 წელიწადში
ერთხელ უღებდნენ ფოტოებს. ჯონათანის მკვლევარები ამბობენ, რომ ის ძალიან
კარგად გრძნობს თავს და კიდევ დიდხანს იცოცხლებს. კუ, სახელად,
ჰენტიერა, ასევე, დედამიწის ყველაზე ხანდაზმულ ცხოველად დასახელდა.
ჰენტიერა 1830 წელს, გალაპაგოსის კუნძულზე დაიბადა და 2006 წელს მოკვდა.
მისი ბოლო საცხოვრებელი ავსტრალიის ზოოპარკი გახლდათ, მან 176 წელი
იცოცხლა. მიუხედავად
ასეთი შთამბეჭდავი ციფრებისა, დედამიწაზე ყველაზე დღეგრძელ არსებად
ითვლება მოლუსკი, რომელიც 1982 წელს არქტიკის წყლებში აღმოაჩინეს. იგი 220
წლის გახლდათ და გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა. მეცნიერები ამით
არ კმაყოფილდებიან და მუდმივათ ეძებენ ახალ-ახალ ხანდაზმულ არსებებს.
ბანგორის უნივერსიტეტის სწავლულებმა ისლანდიის სანაპიროსთან აღმოაჩინეს
პატარა მოლუსკი, რომლის ასაკიც გახლავთ დაახლოებით 405-410 წელიწადი.
მეცნიერებმა მას მინი დაარქვეს, თანაც იცით რის საპატივცემულოდ? - ჩინეთის
საიმპერატორო დინასტიის. სწორედ მისი დინასტიის მმართველობის გაჩნდა იგი
ამქვეყნად.ალბათ საინტერესოა, როგორ მოახერხა მოლუსკმა ამდენ ხანს
არსებობა.ეს დაკავშირებულია მისი ორგანიზმის უნარით, მუდმივად აღიდგინოს
მკვდარი უჯრედები.ეს საოცარი არსება საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდა
ოთხმოცი მეტრის სიღრმეში, და იყო ასე, თავისთვის ისე, რომ არავის არაფერს
უშლიდა.მისი ასაკის დადგენა მეცნიერებმა მის ჯავშანზე არსებული ხაზების
მიხედვით შეძლეს, სწორედ ისე, როგორც ხეების ასაკს ადგენენ ხოლმე.მზგავსი
მოლუსკები მეცნიერებს საშუალებას აძლევს წარმოდგენა იქონიონ დროის ადრეული
მონაკვეთის და იმ პერიოდის გარემო პირობების შესახებ.მოლუსკების გარდა
კიდევ უამრავი დღეგრძელი ცხოველი არსებობს, მაგალითად, არც ისე დიდი ხნის
წინ მეთევზეებმა დაიჭირეს 70 წლის ზუთხი, შემდეგ კი 100 წლის
ხმალთევზა.1230 წელს, იმპერატორ ფრიდრიხ ბარბაროსას სიკვდილის შემდეგ, მისი
თევზი ტბაში გაუშვეს. გავიდა საუკუნეები და 1497 წელს ეს თევზი შემთხვევით
დაიჭირეს მეთევზეებმა.
წყარო: http://intermedia.ge
|