1."
კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა, შრომაა უდიდესი სიქველე
ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგორც შრომაში
გამოჩენილი სიმამაცე".
კონსტანტინე გამსახურდია-" დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა"
2." აღზევებულ მდაბიორს თავმდაბლობა და ლმობიერება მართებს, ხოლო თუ
ამას კეთილგონიერებაც ზედ დაერთო, ცილისმწამებლებს ბურთს ჩასჩრის პირში.
არადა, ავყიათა გესლიანი ენისაგან ვერავითარი თანამდებობა ვერ იხსნის.
შენი მდაბიური წარმომავლობისა ნუკი შეგრცხვება, არამედ თავი მოიწონე. რა
ვუყოთ, რომ ერთი უბირი გლეხი ხარ? ვერავინ წამოგაძახებს, შე გლეხუჭაო,
თუკი შენ თვითონ სათაკილოდ არა სთვლი ამას".
მიგელ დე სერვანტესი-" დონ კიხოტი".
3." ხალხებს იდიოტური ჩვეულება აქვთ შემორჩენილი, საკუთარ ღვაწლს
მეფეებს მიაწერენ ხოლმე. ხალხი იბრძვის, სახელი კი ვის რჩება? მეფეს.
ხალხი ფულს იხდის, ვინ ცხოვრობს ამ ფულით ფუფუნებაში? მეფე. და ხალხსაც
მოსწონს, რომ მისი მეფე ასეთი მდიდარია".
ვიქტორ ჰიუგო-" კაცი, რომელიც იცნის"
4." წუთისოფელი ყველას ტეხს და ბევრს მერე ეს გადატეხილი ადგილი უფრო
უმაგრდება. ვისაც ვერ გატეხს, კლავს ხოლმე. განურჩევლად კლავს ყველაზე
კეთილებს, ყველაზე ნაზებსა და ყველაზე მამაცებს. თუ არც ერთი ხარ,
არხეინად ბრძანდებოდე".
ერნესტ ჰემინგუეი-" მშვიდობით, იარაღო!".
5." სკიპტრა სათამაშოა ბალღისათვის, ნაჯახია რიშელიეს ხელში, ხოლო
ნაპოლეონისათვის დედამიწის ასაწევ ოწინარს წარმოადგენს. ძალაუფლების მიღება
უცვლელად გვტოვებს და მხოლოდ დიდბუნებოვან ადამიანებს ადიდებს".
ონორე დე ბალზაკი-" შაგრენის ტყავი".
წყარო: http://intermedia.ge
|