სულ ცოტა ხნის წინ ახალი ზერლანდიის პათოლოანატომებმა შოკისმომგვრელიმ
ინფორმაცია გამოაქვეყნეს. ისინი ამტკიცებენ, რომ 3 წლის წინ გარდაცვლილი
30 წლის ქალბატონის სიკვდილის მიზეზი კოკა-კოლა გახდა. მეცნიერთა განმარტებით გარდაცვლილი ქალბატონი ძალიან ბევრ კოკა-კოლას მიირთმევდა, რაც მისთვის სავალალო შედეგით დასრულდა. ექიმებმა ისიც გაარკვიეს,
რომ გარდაცვლილი 24 საათის განმავლობაში საშუალოდ 10 ლიტრ კოკა-კოლას
სვამდა, რაც კოფეინის მიღებულ დოზაზე 2-ჯერ მეტია. კოკა-კოლას მწარმოებლები სამედიცინო დასკვნას არ ეთანხმებიან. კოკა-კოლას სიყვარულს შეწირული ქალი 8 შვილის დედა იყო.
კოკა-კოლა ერთ-ერთი პოპულარული სასმელია. ის 200-ზე მეტ ქვეყანაში
იყიდება. ის 1886 წელს გამოიგონეს, თავიდან მას დღეში დაახლოებით 9
ადამიანი ყიდულობდა, პირველი წლის მოგება კი 50 დოლარს შეადგენდა. მთლიანად
წარმოებაში კი 70 დოლარი იყო ჩადებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი
პირველ წელს წამგებიანი გამოდგა. დღეს მისმა ცნობადობამ 98%-ს მაღწია.
ბევრი ექიმი ამტკიცებს, რომ სასმელი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
კოკა-კოლა საუკეთესო საშუალებაა მედუზის ნაკბენის სამკურნალოდ. მას
შესანიშნავად ამოჰყავს ჟანგი, თუ თქვენს თმაში საღეჭი რეზინი მოხვდა,
გადაივლეთ კოკა-კოლა და მას თმიდან ადვილად მოიშორებთ. კოკა-კოლა ჩინურად
გამხიარულებას ნიშნვს. ახლა კი გთავაზობთ დაპირებულ ფოტოებს კოკა-კოლას
მუზეუმიდან.
წყარო: http://intermedia.ge
|