მთავარი » 2013»მარტი»4 » აფხაზური კრუბერა – მსოფლიოს ყველაზე ღრმა კარსტული გამოქვაბული
17:44:53
აფხაზური კრუბერა – მსოფლიოს ყველაზე ღრმა კარსტული გამოქვაბული
აფხაზური კრუბერა – მსოფლიოს ყველაზე ღრმა კარსტული გამოქვაბული
11-02-2013
კრუბერის გამოქვაბული (ვორონია-კრუბერის გამოქვაბული) – აფხაზეთში,
არაბიკის მასივში (კირქვული მასივი გაგრის ქედის დასავლეთ ნაწილში)
მდებარეობს. დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან იგი ყველაზე
ღრმაა (სიღრმე – 2190 მ). სახელი ეწოდა ალექსანდრე კრუბერის (რუსი
გეოგრაფი. სპელეოლოგიის აღიარებული მკვლევარი) პატივსაცემად.
”უფსკრულში”
შესასვლელი ზღვის დონიდან დაახლოებით 2250 მეტრზე მდებარეობს. ეს უღრმესი
კარსტული გამოქვაბული გახლავთ ჭების კასკადი, რომელთაც აერთიანებს
გალერეები და ვიწრო გადასასვლელები. ზოგიერთი ქვაბულის სიღრმე 1000
მეტრია, ზოგისაც – მეტი.
გამოქვაბულთან არაერთი რეკორდია
დაკავშირებული, მაგალითად ვორონია-კრუბერის გამოქვაბულში მსოფლიოს ყველაზე
პატარა მდინარე რეპრუა მირაკრაკებს (სიგრძე 18 მეტრი) და შემდეგ შავ
ზღვაში ჩაედინება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!