რაღაც
შეცდომაა, როდესაც ამ დღეს მხოლოდ დედა ახსენდებათ. დღეს არის მშობლების
დღესასწაული. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში
საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქის თქმით, ამ დღეს განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ
ჩვენზე, არამედ სამშობლოზეც, რადგან სამშობლო ჩვენი პირველი მშობელია, იგი
დედაც არის და მამაც.
მისივე განმარტებით, ცდება ყოველი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ სამშობლოს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
"დედ-მამის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. იგი მოსულია ღვთის მადლით, ამიტომ
სანამ ცოცხლები არიან თქვენი დედ-მამა პატივი მიაგეთ, თაყვანი ეცით,
ყოველდღე ემთხვიეთ ხელზე, სთხოვეთ დალოცვა და ღვთისგანაც დალოცვილი
იქნებით",- ბრძანა უწმინდესმა.
ილია მეორემ მაგალითად ნეტარი ავგუსტინეს ცხოვრება მოიყვანა, რომელიც
არაქრისტიანულად ცხოვრობდა და 16 წლის ასაკში უკანონო შვილიც ჰყავდა, თუმცა
დედის მხურვალე ლოცვის წყალობით, ქრისტიანობის უდიდესი მასწავლებელი
გახდა.
ილია მეორემ დღესვე ეკლესიაში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის რამდენიმე
არქიმანდრიტი და დეკანოზი წმინდა ნინოს ოქროს ორდენით დააჯილდოვა.
პატრიარქმა რამდენიმე გვარიც დალოცა.
წყარო: http://timer.ge/
|